ეკონომიკა

6 თვეში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი $1.5 მლრდ-მდე გაიზარდა

10.07.19 11:30


წინასწარი მონაცემებით, შემოსავლებმა საერთაშორისო მოგზაურობიდან 2019 წლის ექვსი თვის განმავლობაში $1.5 მლრდ შეადგინა რას გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელ $95 მლნ-ით - 7%-ით აღემატება.

ივნისში შემოსავლებმა საერთაშორისო მოგზაურობიდან შეადგინა 340 მილიონი აშშ დოლარი, რაც 14.6 მილიონით მეტია 2018 წლის ივნისის მაჩვენებელზე (ზრდა +4.5%).

იანვარ-ივნისში საქართველოში სულ 3.862 მლნ საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა, რაც გასული წლის ანლოგიური პერიოდის მაჩვენებელს 300 ათასით - 8.4%-ით აღმატება

2018 წელს შემოსავალმა ტურიზმიდან $3.2 მლრდ შეადგინა. რუსეთიდან ტურისტების რაოდენობის მოსალოდნელი შემცირების ფონზეც კი აღნიშნული ინდუსტრიის ზრდაა ნავარაუდევი ოღონდ შედარებით დაბალი ტემპით.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები