საზოგადოება

ქობულეთის სანაპირო ზოლი განახლდა

10.07.19 13:15


პრემიერ-მინისტრმა მამუკა ვბახტაძემ ქობულეთის აღდგენილი 1.2 კმ-იანი სანაპირო ზოლის დაათვალიერა.

ადგილზე ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი და მუნიციპალური ფონდის წარმომადგენელი ერთად იმყოფებოდენენ.

მთავრობის მეთაურმა მოისმინა ინფორმაცია განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ და პროექტის ამსახველი გამოფენა დაათვალიერა.

პრემიერი სანაპიროზე მაშველებსა და დამსვენებლებს გაესაუბრა, რომლებიც დაცული და მოწესრიგებული სანაპირო ზოლით ისარგებლებენ.

„დასრულდა ორ კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც ამავდროულად მოიცავდა ბულვარის გაკეთებას. 15 სექტემბრიდან ჩვენ განვაახლებთ სამუშაოებს და მომავალი წლის ზაფხულში ქობულეთში მთელი სანაპირო იქნება მსგავსი თანამედროვე ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ავამაღლოთ ქობულეთის ტურისტული პოტენციალი. ბევრი საშუალო ზომის სასტუმროს მშენებლობა ხორციელდება. მიუხედავად იმ გამოწვევებისა რაც გვაქვს, მივიღეთ გადაწყვეტილება და მაქსიმალურად ვეხმარებით ადგილობრივ მეწარმეებს, რომ არც ერთი პროექტი და ინვესტიცია, თუნდაც მცირე მოცულობის არ შეჩერდეს. ივნისი იყო განსაკუთრებით წარმატებული. დაახლოებით 40 პროცენტიანი ზრდა გვქონდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამის შემდეგ დაიწყო გამოწვევები, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ ამ ყველაფერს გავუმკლავდებით“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ქობულეთის 1.2 კილომეტრიანი სანაპიროს ზოლის აღდგენა ივნისის ბოლოს დასრულდა.

ნაპირსამაგრი სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოეწყო ახალი ბულვარი, გაიზარდა კურორტის სანაპირო ზოლის პარამეტრები და შემცირდა შტორმის დროს ტალღების ზემოქმედება.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები