საზოგადოება

კახეთის მკვიდრმა პოლიციას 7500 ცალი ტყვია და სხვა იარაღი ჩააბარა

29.07.16 15:25


კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დედოფლისწყაროს რაიონულ სამმართველოში მოქალაქემ სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარა, ამის შესახებ შს სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება.

სულ ჩაბარებულია 7 500 საბრძოლო ვაზნა, 11 მჭიდი, კალაშნიკოვის კონსტრუქციის ტყვიამფრქვევი, „ა-კა-ემ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, „ა-კა 74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მსხვრევადი ყუმბარის 6 საბრძოლო ფალია, „ეფ-1“-ის ტიპის მსხვრევადი ხელყუმბარის 9 კორპუსი და „ერ-კა-გე-3“-ის ტიპის კუმულატიური ხელყუმბარა ამფეთქით.

„აღნიშნული მოქალაქე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავისუფლდება» — ნათქვამია შს სამინისტროს შეტყობინებაში.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მაისში სამცხე-ჯავახეთის ხუთმა მკვიდრმა ასევე ნებაყოფილობით ჩააბარა პოლიციას დიდი რაოდენობით იარაღი და ტყვია-წამალი — 4 113 ტყვია, 3700 გრამი ტროტილი, 75 ხელყუმბარა, 6 გადაჭრილი თოფი, 1 თვითნაკეთი პისტოლეტი, 1 თვითნაკეთი ავტომატი, 8 ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი, 7 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, 8 ფეთქებადი ყუმბარა და 3 სასიგნალო რაკეტა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 541


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები