ანალიტიკა

ჯავახეთის სომხების „გადარჩენაა საჭირო“, ხოლო საქართველოს „პატიება არ შეიძლება“ და „საჭიროა ბოლო მოეღოს მას“

15.07.19 19:30


რუსულ-ქართული ურთიერთობების გამწვავების სარგებლობით, სომხურმა ლობიმ დაიწყო აქტიურად სამცხე-ჯავახეთის საქართველოსგან გამოყოფის პროპაგანდირება "ქართველების შეურაცხყოფის" საშუალებით, ვინაიდან, ვითომ,  სომხური მოსახლეობის უფლებები სამცხე-ჯავახეთში „იზღუდება“.

 

ბოლო მოვლენების შედეგების მიხედვით, რომელიც დაკავშირებულია ვლადიმირ პუტინის შეურაცხყოფით „რუსთავი 2-ის“ ეთერში, გამოვიდა გადაცემა „საქართველო - შახი და მატი“ პროგრამაში „ხმის უფლება“ რუსულ ტელეარხ ТВЦ-ს ეთერში რომან ბაბაიანთან ერთად. (www.politikus.ru). აქ განსაკუთრებულ აგრესიას საქართველოსთან მიმართებაში ამჟღავნებდა სპეციალურადმოწვეული სტუმარი გერმანული ჟურნალის World Economy-ს მთავარი რედაქტორი ალექსანდრე სოსონოვსკი, რომელიც სპეციალურ აქცენტს აკეთებდა სამცხე-ჯავახეთის „უბედურ“ სომხებზე (დაახლოებით 42 წთ 53 წმ-დან)

 

„არის კიდევ ერთი პრობლემა, რომელმაც სააკაშვილის დროს განვითარდა და დღეს ყველა ჩუმად არის. ამას შეუძლია ყოველ წამს აფეთქდეს. ეს არის ჯავახეთი.  ჯავახეთი საქართველოს რაიონია, სადაც უპირატესად ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ სომხები, სადაც საქართველო დღესაც ატარებს სომხური ენის განადგურების პოლიტიკას, სომხური ეკლესიების ქართულ ეკლესიებად შეცვლას, სკოლებსა და ბაღებში სწავლის შეცვლას. ეს პრობლემა არსებობს, უბრალოდ მასზე არ საუბრობენ. ის არსებობს საქართველოში. და საქართველოში ეს კიდევ ერთხელ წამოიჭრება, მაგრამ საჭირო იქნება სააკაშვილის გახსენება, ვის დროსაც, პრინციპში, ამან განვითარება ჰპოვა. ამიტომ მოდით შევხედოთ საქართველოს არა როგორც ქვეყანას, რომელსაც უნდა აფხაზეთთან და ოსეთთან და კიდევ ვიღაცეებთან მშვიდობიანად ცხოვრება, არამედ, როგორც ქვეყანას, რომელსაც უამრავი შიდა ეთნიკური პრობლემა გააჩნია, რომლებიც მან ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტა. და ახლა ჩვენ მივიღეთ ეს „თქაფუნი“ (მხედველობაშია „რუსთავი 2-ის“ სკანდალი), რომლის პატიებაც, ჩემი აზრით, არ შეიძლება“? - განაცხადა ალექსანდრე სოსნოვსკიმ გადაცემა „ხმის უფლების“ ეთერში.

 

გასაგებია, რომ აქ ყველაფერი ტყუილია, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ზუსტად სომხები იტაცებენ და ანადგურებენ ქართულ ეკლესიებს. ჩნდება ისეთი შთაბეჭდილება, რომ რომან ბაბაიანმა სპეციალურად გამოიწვია სოსნოვსკი იმისათვის, რომ მას წაეყენებინა „ჯავახკის“ სომხების თემა. ჯავახეთის თემა, იმათ ვისაც ესმით სიტუაცია, იყო მთავარი მომენტი.

 

ამაზე ყურადღება გაამახვილა ქართველმა პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა შოთა აფხაიძემ, რომელმაც საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე აღნიშნავს, თუ რამდენად სერიოზულად ხელში აიღეს „ჯავახკის“ სეპატაიზმის თემა გარკვეულმა ძალებმა:

 

მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი ძმები სომხები, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს მოქალაქეები პროვოკაციას არ აჰყვებიან, გონივრულად აწონავენ სიტუაციას და სათანადო პოზიციას დაიკავესბენ!“

 

მაგრამ რომან ბაბაიანი და ალექსანდრე სოსნოვსკი მოუწოდებენ არა გონივრულობისკენ, არამედ აგრესიული ემოციებისკენ. იგივე სოსნოვსკი იმავე გადაცემაში შემდეგს ამბობს:

 

„შენი მოწინააღმდეგეების დანდობა არ შეიძლება. 2008 წლის 13 აგვისტოს, როდესაც შსაძლებელი იყო ამ პრობლემის მოგვარება, რომელიც რუსეთის გამო არ შეიქმნა. ამ პრობლემის მოგვარება არ მოინდომეს. წავიდნენ იმ გზით, რომ ქართველი ერი დამნაშავე არ არის“, - განაცხადა ალექსანდრე სოსნოვსკიმ ბოლო რუსულ-ქართული ურტიერთობების გამწვავების შესახებ.

 

სოსნოვსკის აზრით, იმ პირობებში, როდესაც საერთაშორისო პოლიტიკურ პრაქტიკაში რიგითი მოქალაქეების ინტერესების შეზღუდვას ახორციელებენ, რუსეთმა "თავის ოპონენტებს სიმეტრიულად უნდა პასუხობდეს“.

 

"ქართველი ხალხი ნამდვილად არ არის დამნაშავე. თუმცა, ომი მოხდა არა რუსეთის გამო. და როდესაც შესაძლებელი იყო, რომ სააკაშვილის ყველა პრობლემა და მტკიცებულება ერთი ხელის მოსმით დაიხუროს, ეს არ გააკეთეს. 11 წელი გავიდა და კვლავ იგივე მოხდა. საჭიროა მტრების ბოლოს მოღება", - აღნიშნა სოსნოვსკიმ.

 

ალექსანდრე სოსნოვსკიმ ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბევრი ადამიანია, რომლებიც რუსეთს ლოიალურად ექცევიან, ეს არ არის საბაბი თბილისის მიმართ რბილი პოლიტიკის გატარებისა.

 

„რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ღებულობენ. ამბობენ, რომ ვიღაც კონკრეტულად არის დამნაშავე, მაგრამ მთელი რუსეთი იტანჯება და მაშინ არავინ კითხულობს, რატომ იტანჯება რუსი ერი! ამბობენ: რუსეთი დამნაშავეა, მოდით სანქციები მივიღოთ“, - აღნიშნა ალექსანდრე სოსნოვსკიმ.

 

„და ამ სანქციებს იღებენ არამხოლოდ კონკრეტული ფიზიკური პირების მიმართ, არამედ ფირმების, სადაც მუშაობს ხალხი, რომელთაც არანაირი კავშირი არ აქვთ ამასთან. და არავინ კითხულობს! როცა ამერიკელებს, ბრიტანელებს ან გერმანელებს სჭირდებათ, ისინი იღებენ სანქციებს ქვეყნის წინააღმდეგ და საკუთარ თავს კითხვას არ უსვამენ. აიღეთ ირანი - არავის არ უჩნდება კითხვა, როგორ ცხოვრობს ირანელი ერი!“, - დაამატა სოსნოვსკიმ.

 

სომხური ლობი რუსეთში გამიზნულად მიიღწვის შემდეგშიც გააღვივოს კონფლიქტი საქართველოსა და რუსეთს შორის, ასევე გააკეთოს ისე, რომ ამ კონფლიქტის მომდევნო აღმოცენების შემთხვევაში, სამცხე-ჯავახეთში „აფეთქდეს“ სომხური სეპარატისტული ამბოხი. შედეგად, მათ აქვთ განზრახვა, იმავე რუსების დახმარებით საბოლოოდ დაანაწევრიანონ და გაანადგურონ საქართველო.

 

ზუსტად ამიტომ სომხური ლობის მიერ კონტროლირებადი მასმედიასა და სატელევიზიო გადაცემებში (ისეთი, როგორიც „ხმის უბლება“ ТВЦ-ზე რომან ბაბაიანთან ერთად) სპეციალურად და შეგნებულად ეთერი წარმოდგენილია ისეთი აგრესიული ქართველოფობისთვის, როგორიცაა ალექსანდრე სოსნოვსკი.

 

დაწყნარება იმაზე, რომ ყველაზე მწვავე კრიზისი რუსულ-ქართულ ურთიერთობებში ადრე დასრულდა ნაადრევია. ნებისმიერ მომენტში შესაძლებელია შეგნებულად „გააღვივონ“ იგი.  ამაზე კი შესაძლებელია ნებისმიერი პროვოკაციები - პოლიტიკურ მკლელობამდეც კი და არეულობის შეგნებული პროვოცირებაც.

 

KavkazPlus

წაკითხულია : 397


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები