საზოგადოება
16.07.19 17:40
ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის ახალი ორზოლიანი მონაკვეთის მშენებლობა მომავალი წლის ბოლოს დასრულდება.
შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზების სამუშაოები დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად დაათვალიერა.
ახალი ორი ზოლის აშენებით ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზაზე მოძრაობა ორივე მიმართულებით ცალმხრივი გახდება. პროექტი ჩქაროსნული გზის სტანდარტის დაცვით აშენდება და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოებას.
ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სხვა მონაკვეთებისგან განსხვავებით, აღნიშნული გზის მშენებლობა სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
პროექტის ჯამური ღირებულება 200 მილიონ ლარს აჭარბებს.
„გზის ეს მონაკვეთები საინჟინრო თვალსაზრისით საკმაოდ რთული და კომპლექსურია. ძალიან კარგია, რომ მშენებლობა ვადების დაცვით მიმდინარეობს და 2020 წლის მეორე ნახევარში როგორც ქუთაისის, ისე ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მონაკვეთების დიდი ნაწილი დასრულებული იქნება. ეს მანძილს ძალიან შეამცირებს და მოძრაობას უფრო უსაფრთხოს გახდის. უკვე მზადდება ტენდერები დარჩენილ მონაკვეთებზე და 2020 წლისთვის ჩვენი ინფრასტრუქტურული განვითარების მთავარი პროექტი - ჩქაროსნული ავტომაგისტრალი სრულად მშენებლობის რეჟიმში გადავა. ამასთან ერთად, იგეგმება სხვა გაუთვალისწინებელი პროექტების დაწყებაც და ეს გარკვეული ჩამორჩენების აღმოფხვრის საშუალებასაც მოგვცემს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრმა დღესვე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე „ვისოლ ჯგუფის“ ახლად გახსნილი დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი დაათვალიერა.
27 068 კვ.მ.-ზე განთავსებულ 200-მდე ადამიანია დასაქმებული. „ვისოლ ჯგუფში“ შემავალი შვილობილი კომპანიების ობიექტების გარდა, კომპლექსი ავტომომსახურების კუთხეს, ელექტრომობილების დამტენ სადგურს, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს, წიგნების მაღაზიას, ბანკისა და აფთიაქის ფილიალებს მოიცავს.
„ძალიან მნიშვნელოვანია მაგისტრალის გასწვრივ ასეთი თანამედროვე ინფრასტრუქტურის არსებობა, ვინაიდან ეს ჩვენ დაგვეხმარება, კიდევ უფრო სრულფასოვნად ავითვისოთ ჩვენი ტურისტული პოტენციალი და მეტად გავზარდოთ ტრანზიტული მოძრაობა. ძალიან მისასალმებელია, რომ აქტიურად ვითარდება ელექტრომობილების დამტენი მოწყობილობებიც. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ აქვე, ქუთაისში იწყება ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა და ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოში ყველგან იყოს მსგავსი ინფრასტრუქტურა“, - აღნიშნა პრემიერმა.
წყარო: http://pia.ge
წაკითხულია : 127
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
საფრანგეთს ქაოსი შეაქვს სამხრეთ კავკასიაში, თუმცა სამოქალაქო ომი თავად საფრანგეთშია მომწიფებული
21:3507.05.24
-
პრეზიდენტის ინიციატივით, 9 მაისს 21:00 საათზე, ათონელის ქუჩაზე ევროპის დღე აღინიშნება
18:0007.05.24
-
17:3107.05.24
-
17:0607.05.24
-
16:4007.05.24
-
16:1507.05.24
-
ევროპარლამენტარები - საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა შეუჩერდეს
15:4207.05.24
-
ვლადიმერ პუტინმა პრეზიდენტის ფიცი დადო
15:0507.05.24
-
14:3807.05.24
-
ასლან ბჟანიამ ინალ არძინბა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა
14:0207.05.24
-
13:3007.05.24
-
13:1207.05.24
-
12:5007.05.24
-
12:1507.05.24
-
საქსტატი - მარტში საქართველოში მშენებლობა გაძვირდა
11:5607.05.24
-
საქართველოს გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი სვენ გიგოლდი ეწვევა
11:3207.05.24
-
თურქეთი დასავლეთისგან ისრაელზე წნეხის გაძლიერებას ითხოვს
11:0707.05.24
-
10:4307.05.24
-
10:2107.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - FARA-ს რეესტრში შეყვანილია გიული ალასანია და კეზერაშვილის "ფორმულა"
10:0007.05.24
-
18:0006.05.24
-
17:2006.05.24
-
16:4306.05.24
-
ირაკლი ჩიქოვანმა დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
16:1206.05.24
-
15:4106.05.24
-
15:0006.05.24
-
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
14:3406.05.24
-
სალომე ზურაბიშვილი - ვიღაცები მეგობრებსა და მტრის შორის რაღაც უღირს ტოლობის ნიშანს სვამენ
13:3306.05.24
-
12:1506.05.24
-
ბრაზილიაში ძლიერი წვიმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 78-მდე გაიზარდა
11:3106.05.24
-
მართლმადიდებელი სამყარო გიორგობას აღნიშნავს
10:0006.05.24
-
ორი იმპერიის ბრძოლა საქართველოსთვის - ვითარება უფრო და უფრო მწვავდება
20:4004.05.24
-
12:0603.05.24
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24