ეკონომიკა

ნათია თურნავა - ანაკლიის პროექტს არაფერი ემუქრება

24.07.19 15:20


ანაკლიის პროექტს არაფერი ემუქრება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს მამუკა ხაზარაძისადა ბადრი ჯაფარიძის მიმართ ბრალის წარდგენის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.

 

კითხვაზე, დააზიანებს თუ არა ანაკლიის პროექტს ის ფაქტი, რომ მამუკა ხაზარაძე ფულის გათეთრებაშია ბრალდებული, მინისტრი აცხადებს, რომ ანაკლიის პროექტს საფრთხე არ ემუქრება და ეს პროექტი სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია.

 

"როგორც არაერთხელ განვაცხადეთ, ანაკლიის პროექტი წარმოადგენს ძალიან მაღალი დონის პრიორიტეტს ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ცალსახად გვჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიაში. სახელმწიფოს პროექტის უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს გაცხადებული და აქედან გამომდინარე, ამ პროექტს არაფერი ემუქრება," - განაცხადა თურნავამ.

 

მისივე თქმით, ანაკლიის პორტის ინვესტორებს პასუხს სასამართლო გასცემს და უნდა დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას.

 

 

წყარო: ინტერპრესნიუსი

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები