ეკონომიკა

ნათია თურნავა: მისასალმებელია, რომ სასტუმროები ფართოვდება, რაც ხაზს უსვამს კერძო სექტორის როლს ტურიზმის განვითარებაში

30.07.19 10:15


თბილისში მდებარე სასტუმრო „ივერია ინნ“-ს ასი ახალი ნომერი დაემატა.

„ინნ გრუპში“ შემავალი ერთ-ერთ 4-ვარსკვლავიანი, 200-ნომრიანი, სასტუმრო დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, მარიამ ქვრივიშვილთან ერთად დაათვალიერა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისასნათია თურნავამ ტურიზმის დარგის მნიშვნელობასა და მისი ხელშეწყობის სამთავრობო გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, ტურიზმი არის ერთ-ერთი მზარდი, პერსპექტიული სექტორი საქართველოს ეკონომიკისთვის და შესაბამისად, ტრადიციული ბაზრების შენარჩუნებასთან ერთად, რომელიც, მათ შორის, გულისხმობს, რუსეთიდან ჩამომსვლელ ვიზიტორებს, ასევემოგზაურთა წილის ზრდას ევროპიდან, აზიიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და სხვა რეგიონებიდან.

„ის ფაქტი, რომ, პრაქტიკულად, გაორმაგდა სასტუმრო „ივერია ინნ“-ის შესაძლებლობები და მმართველ კომპანიას ასევე აქვს გაფართოების გეგმები, მათ შორის გუდაურსა დაბაკურიანში, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ტურიზმის მნიშვნელობას და კერძო სექტორის როლს ამ პროცესში.

სასიხარულოა, რომ გაზრდილი მოთხოვნის გამო „ივერია ინნ“-მა წელს განახორციელა დამატებითი ინვესტიცია და ახალი ინფრასტრუქტურით ხვდება ტურისტებს. ვისურვებდი, რომ ამ სასტუმროს პოტენციურ სტუმრებს შორის ყველა ქვეყანა იყოსწარმოდგენილი, იქნება ეს რუსი ტურისტი, ევროპელი თუ აზიელი. ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ“ - განაცხადა ნათია თურნავამ სიტყვით გამოსვლისას.

სასტუმრო „ივერია ინნ“ 4 წლის წინ გაიხსნა და მოიცავდა 71 ოთახს. კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, ჯავშნების გაზრდის გამო, ერთ წელიწადში ნომრების რაოდენობაგაიზარდა 95-მდე, თუმცა ეს რაოდენობაც არასაკმარისი აღმოჩნდა და 2019 წლის იანვრიდან დაიწყო სასტუმროს დამატებითი ნაწილის სამშენებლო სამუშაოები. ამ ეტაპზე „ივერიაინნ“ სტუმრებს სთავაზობს 195 ნომერს, ასევე მაღალი დონის საკონფერენციო და შეხვედრების დარბაზებს, დასასვენებელ და ლაუნჯ-სარესტორნო სივრცეებს. სასტუმროს დამატებითინაწილის მშენებლობაში 10 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები