ეკონომიკა

ეკონომიკის სამინისტრო: სტიმულირების პროგრამაში მონაწილეობა ნებისმიერ ავიაკომპანიას შეუძლია

30.07.19 10:45


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განმარტავენ, რომ ავიარეისების სტიმულირების პროგრამაში მონაწილეობა თითოეულ ავიაკომპანიას შეუძლია, იუწყება პირველი არხი.

ამასთან, უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის შეთანხმება არც ერთ კომპანიასთან არ არის გაფორმებული.

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყდა.

„საქართველოს მთავრობის ორი დადგენილებით, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას" ერთჯერადად მარკეტინგული სტიმულირების მიზნით, მიეცა უფლება, გააფორმოს ხელშეკრულება ავიაკომპანიასთან, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა ან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენებს პრიორიტეტული სატრანზიტო მიმართულებით შეასრულებს", - აღნიშნეს სამინისტროში.

ასეთ მიმართულებებად განისაზღვრა ლონდონი, ბრიუსელი და ერევანი. ამ დადგენილების მიღების მიზეზი 20 ივნისის შემდგომი მოვლენები გახდა, რომელმაც საქართველოს ეკონომიკას, რუსეთთან ავიამიმოსვლის შეწყვეტის გამო, მოულოდნელი დარტყმა მიაყენა.

ზარალი მიადგა როგორც ტურისტულ, ისე საავიაციო ბიზნესს. მთავრობამ სწრაფი რეაგირება მოახდინა და პროფილურ ბიზნესთან შეხვედრის შემდეგ სტიმულირების პაკეტი შეიმუშავა. ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის იმიჯის შენარჩუნება. სწორედ ამიტომ შეირჩა ორი უმნიშვნელოვანესი ევროპული მიმართულება - ლონდონი და ბრიუსელი, განაცხადეს ეკონომიკის სამინისტროში.

ნებისმიერ ავიაკომპანიას, რომელიც დარეგისტრირებულია საქართველოში ან სხვა ქვეყანაში, ექნება შესაძლებლობა, სტიმულირების პროგრამის დაწყების შემდეგ განაცხადი შეიტანოს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში".

„ცალსახად გვინდა აღვნიშნოთ, რომ განხორციელდება არა სუბსიდირება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, არამედ მოხდება ერთჯერადი მარკეტინგული სტიმულირება, რომელსაც შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" გასცემს საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის ზრდის უზრუნველყოფის მიზნით", - ნათქვამია განცხადებაში.

ავიაკომპანია Armenia თბილისიდან მოსკოვში ფრენებს განახორციელებს.

საუბარია 600-600 ათასი ევროს გამოყოფაზე პირდაპირ რეისებზე ბრიუსელიდან და ლონდონიდან, ასევე, ტრანზიტულ ფრენებზე რუსეთში ერევნის გავლით.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები