ეკონომიკა
31.07.19 17:40
ლარს პირველ რიგში სჭირდება პოლიტიკური სტაბილურობა, -განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, ლარის კურსზე და მისი გამყარების მიმართულებით მთავრობის გეგმებზე საუბრისას.
როგორც მან აღნიშნა, ლარის კურსის ვარდნა 20 ივნისის მოვლენებს უკავშირდება. მისი თქმით, იმ პოლიტიკურმა დესტაბილიზაციამ, გადატრიალების და პარლამენტში შევარდნის მცდელობამ, პირდაპირ ეთერში მეზობელი ქვეყნის პირველი პირების გინებამ და ამის შედეგად ტურიზმზე დაწესებულმა სანქციებმა, რამაც გამოიწვია დაახლოებით მილიონ ნახევარი ტურისტის დაკარგვა მოგვცა დღევანდელი სურათი.
მისივე თქმით სიცრუეა, რომ თითქოს სახელმწიფოა არ აქვს ეკონომიკური პროგრამა.
,,სახელმწიფოს ყველა ქმედება იქნება ეს ეკონომიკური, სოფლის მეურნეობის თუ ინფრასტრუქტურის განვითრების ნაწილში, მიმართულია ჩვენი ბიზნესის, გლეხების, წარმოების გასაძლიერებლად. სხვადასხვა პროგრამით ხელს ვუწყობთ რომ მათ შექმნან საწარმოო შესაძლებლობები, გაყიდონ პროდუქცია, მოიზიდონ ტურისტები, ააშენონ სასტუმროები, ამით შემოიტანონ ჩვენს ეკონომიკაში უცხოური ვალუტა და გავაძლიეროთ ლარი. თუმცა, ყველაფერი ეს ფუჭია როდესაც რადიკალური ოპოზიცია, ნაციონალური მოძრაობა და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური ძალები, აკეთებენ ყველაფერს იმისთვის რომ ამ პროცესს შეუშალონ ხელი, და მუდმივად ვიყოთ რევოლუციების და გადატრიალებების რეჟიმში“, -განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მან აღნიშნა, რომ გლეხს დღეს აინტერესებს გაიყიდება თუ არა მისი მოსავალი, ეყოლება თუ არა იმდენი ტურისტი რამდენიც შარშან, თუმცა მისი თქმით სტაბილურობას ხელს უშლიან უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები, რომელთაც სწორედ ის აინტერესებთ რომ ქვეყნის მოსახლეობა იყოს გაღატაკებული და ამით აწიონ საკუთარი დივიდენდები, რადგან სხვა რესურსი არ გააჩნიათ.
,,ხელისუფლებას რისი გაკეთებაც შეუძლია, პირველ რიგში, არის სტაბილურობის და სახელმწიფო ინსტიტუციების გამართული მუშაობის შენარჩუნება და სწორედ ამით იყო დაკავებული მას შემდეგ რაც ნაციონალურმა მოძრაობამ და რუსთავი 2-ის ჟურნალისტებმა პირდაპირ ეთერში სცადეს ამის დარღვევა. საქართველოს მთავრობა ცდილობს შეინარჩუნოს ის ურთიერთობები რაც წლების განმავლობაში პრაგმატული პოლიტიკის შედეგად მოიპოვა, ეს ეხება როგორც გაყიდვებს, ისე ტურისტების მოზიდვას. ჩვენმა ეკონომიკურმა გუნდმა მცირე მეწარმეებს და ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს შესთავაზა დახმარების კონკრეტული პაკეტი, რომელიც მათ სჭირდებათ იმისთვის რომ გაუძლონ ამ სეზონს და შემდეგისთვის ეცადონ სხვა ქვეყნებიდან მოიზიდონ ტურისტები. სახელმწიფო ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს იმისთვის რომ ჩვენი ეკონომიკა განვითარდეს და გაძლიერდეს“, -განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 100
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - მოვახერხებთ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას
16:2926.04.24
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა
16:0026.04.24
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24