საზოგადოება

ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერებები აღმოაჩინეს - დაკავებულია საბერძნეთისა და ირანის მოქალაქეები

13.08.19 10:45


ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს.

9-10 აგვისტოს, საბაჟო გამშვებ პუნქტში "ქუთაისის აეროპორტი", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საბერძნეთისა და ირანის მოქალაქეების ფიზიკური და კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული (10 აბი) და ფსიქოტროპული (72 კაფსულა)ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროსიმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წყალტუბოს რაიონული სამმართველოს გადაეცა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

ჩადენილი დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები