ბონდო არველაძე ქართული ეკლესიები საქართველოსა და სომხეთში ნაწილი I

01.08.16 17:50


ისეთი ოსტატობა და ოინბაზობა არ დაფიცება იმათ,
ვინც ძველ ქვას აცლის ძველ მონასტერს და ქართულ
წარწერას ჰფხეკს და ზედ სომხური ასოებით გამოჰყავს
ან თვით ქვას იპარავს და ეშმაკმა იცის სად ჰკარგავს!
ილია ჭაჭავაძე „ქვათა ღაღადი“


სომხურ საისტორიო მწერლობას თუ გადავხედავთ მოვსეს ხორენაციდან (Vს) მოკიდებული დღემდე სომეხ ისტორიკოსთა უმეტეს ნაწილს პათოლოგიური და აგრესიული ისტორიზმი სჭირთ. ამას შეიძლება დაავადებაც ვუწოდოთ, რადგან სომხური წყაროების მოწმობით, ერთი საინტერესო მოვლენა წარმოჩინდა, რომელიც XX ს-ის შუახანებში სომხური ,,კოსმოკრატიზმის სახელით მოინათლა’’ .
სამეცნიერო ლიტერატურაში ,,კოსმოკრატიზმი’’ ასეა განმარტებული ,,კოსმოკრატებს ‘’ უწოდებენ მეფეთ-მეფეებს, იმპერატორებს, რომლებიც უპირველეს მისიად მიიჩნევდნენ დედამიწაზე ზეციური წესრიგის დამყარებას და განუსაზღვრელი იმპერიული ამბიციებით შეპყრობილნი ახერხებდნენ კიდეც ,,განეხორციელებინათ ‘’ სუვერენული უფლებები კონკრეტული გეოპოლიტიკურ და კულტურულ სივრცეში’’ -წერს ამერიკელი მეცნიერი კ. თუმანოვი.
მას ,,კოსმოკრატიზმის‘’ ტიპიურ ნიშნად მიაჩნდა ე.წ. ,,დიდი არმენიის’’ სახელით წოდებული სახელმწიფო და მისი ოთხ საპიტიახშოდ მოწყობა, რაც სამყაროს ოთხივე მხარეზე სომეხთა მეფის ბატონობის სიმბოლოდ აღიქმებოდა.’’

მოვსეს ხორენაცის სახით, რომლის ,,სომეხთა ისტორია’’ სომხური კოსმოკრატიზმის ნიმუშად იქნა მიჩნეული ,,სომეხთა ჰეროდოტემ ირანის ისტორია მოხერხებულად მოარგო მშობლიური ქვეყნის წარსულს და აქემენიდების და სასანიდების სამხედრო გამარჯვებები ჰაიკიდებს და არშაკუნიანებს მიაწერა. თხრობაც ირანულ სამყაროში გავრცელებული პოლიტიკური თეორიების მიხედვით გააწყო და შექმნა მწყობრი კონცეფცია, რომელიც აზიურ სამყაროს ფრიად მნიშვნელოვან ნაწილზე ,,სამყაროს მბრძანებელი’’ ჰაიოსიანების უფლებებს ასაბუთებდა.”

როგორც ვხედავთ მოვსეს ხორენაცმა დაუდო სათავე სომხურ ავადმყოფურ ისტორიზმს, რაც გამოიხატა აქემენიდების და სასანიდების ტრიუმფალური სამხედრო წარმატებების -სომხეთის გამარჯვებათა გამოცხადებით.

ეს საუკუნეების მანძილზე გრძელდებოდა და დღესაც გრძელდება. ამ მეცნიერულ თაღლითობის ისტორიას და ზოგიერთი სომეხის მიერ ჩადენილ ღალატს თავიდან ვერ მოვყვები, რადგან შრომის მიზანს გადაფარავს, ამიტომ მარტო XVIII- XX საუკუნებიით შემოვიფარგლები.

ამ პათოლოგიურმა ისტორიზმა ფართო ხასიათი მიიღო და საქართველოს ბედის უკუღმა დატრიალებაში ლომის წილი დაიდო. აუგს ვერ ვიტყვით სომეხ ხალხზე მაგრამ ერთ გუნდს “სომეხი მეცნიერებისას“ ( ილია მართალი), საქართველოს ისტორიის გაყალბება, ქართული კულტურული ძეგლების მიტაცება ხელობად, რომ ჰქონდათ გამხდარი და ახლაც აქვთ, ამაზე თვალის დახუჭვა არ ეგების.

კიდევ უარესი ის არის, რომ ზოგიერთმა სომეხმა საერო და სასულიერო მოღვაწემ ქართული სამეფო გაუქმებამდე მიყვანაში (1801წ.) იუდას როლი შეასრულა.
დავიწყოთ იმით, რომ ვნახოთ რა როლს თამაშობდნენ სომხები ერეკლე II-ის სამეფო კარზე ,,ამ დროს სომხები აწარმოებდნენ ორჭოფ პოლიტიკას , ერთსა და იმავე დროს ღმერთსაც უნთებდნენ სანთელს და ეშმაკსაც, ე.ი რუსებსაც, უშლიდნენ გულს ფიანდაზად და ეპატიჟებოდნენ საქართველოში საბატონოდ. აღა -მაჰმად-ხანსაც უგზავნიდნენ ფულს და ფეშქაშებს, მოუძღოდნენ წინ ქართლ-კახეთის დასაპყრობად - (ს.ქვარიანი, ქართველი ერის ისტორია, თბ. 1919. გვ. 112)
ისიც ვთქვათ საჭურისი ხოჯას მიერ უმოწყალოდ აოხრებული თბილისით ისარგებლეს და დახოცილი ან გაქცეული ქართველების სახლ-კარს ძარცვავდნენ და მათ ქონებას უსირცხვილოდ ითვისებდნენ.

1780- იან წლებში მდიდარმა სომეხმა ვაჭრებმა და მაღალმა სასულიერო პირებმა, სრულიად სომეხთა კათალიკოსის იოსებ არღუთინსკის მეთაურობით რუსეთის დახმარების იმედით, შექმნეს Великая Арменияи აღდგენის პროექტი, რა თქმა უნდა პირველ რიგში საქართველოს ხარჯზე, მაგრამ ამ გეგმას საქართველოს სამეფოს არსებობა უშლიდა ხელს. ამიტომ კათალიკოსმა იოსებ არღუთინსკიმ მასზე მიიტანა იერიში. საფიქრებელია, ისიც რომ საქართველოს საოკუპაციო რუსის ჯარის მეთაურად ქართველთმოძულე სომეხ გენერლის ლაზარევის ( ლაზარიანცი) დანიშვნა კათოლიკოს არღუთინკის ან მისი გარემოცვის მოწყობილი საქმე იყო.

ამ საფუძვლიან ვარაუდს ამყარებს დეკანოზ პოლიევქტოს კარბელაშვილის მოსაზრება - სომხეთის პატრიარქი იოსებ არღუთინსკი, თბილისის სომხობა ნატრობდნენ სომხეთის სამეფოს აღდგენას და ამიტომ ერეკლე მეორის გაძლიერება არ ეპიტნავებოდათ. პირიქით, ხელს უმართავდნენ რუსეთის გავლენის გაძლიერებას და საქართველოს დაუძლურებას. ვინ ჩამოაცილა კრწანისის ომის წინ ერეკლეს ყარაბაღელი სომხები? ეს გააკეთეს თბილისელმა სომხებმა, რომ მათი დახმარებით ერეკლე მეორე არ გაძლიერებულიყო.

ზოგიერთი სომეხის ღალატის ტიპიური ნიმუშია მთავარმართებელ რტიშჩევის მიერ რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-დმი მოხსენებით გაგზავნილ ბარათში აღწერილი ფაქტები. „ბედნიერად ვთვლი ჩემს თავს, გაცნობოთ, რომ სომხის ერი, რომელიც საქართველოს მკვიდრთა შესანიშნავ ნაწილს შეადგენს, ყელამდე სავსეა ერთგული უქვეშედრომილეს მადლობით, იმ უმაღლესი მფარველობით და ენით გამოუთქმელ სიუხვე- წყალობისათვის რომელიც ევლინება უდიდებულესობისგან სომხობას. მთელ საქართველოში კაცი აღარ დარჩა ჩვენი ერთგული, მარტო სომხებმა არა თუ არ მიიღეს მონაწილეობა ამბოხებაში ( იგულისხმება კახეთის 1812 წლის აჯანყება ბ.ა) არამედ სიცოცხლესაც და ქონებასაც არ ზოგავდნენ. ჩვენს ჯართან ერთად იბრძოდნენ მაშფოთართა გასაწყვეტად. მთავრობა სომხებს უნდა უმადლოდეს, რომ დროზე და წინასწარ გვატყობინებდნენ , რას აპირებდნენ და სად ჰქონდათ ბინა აჯანყებულებს.

კახეთის სხვადასხვა კუთხეში გაბნეული, ერთმანეთს მოწყვეტილი ჯარი თუ რამეს იგებდა ერთმანეთისას, ეს სულ სომხების წყალობით, რომელნიც სიამოვნებით და ხალისით ასრულებდენენ ასეთ სახიფათო მინდობილობას და ხშირად სიცოცხლეს ესალმებოდნენ სამსახურის ერთგულების გამო.“

ამაზე შორს ვეღარ წავა უმადურობა და ღალატი. კარგახანს ვფიქრობდი XV ს-ის სომეხი მემატიანის თოვმას მეწოფეცის თხზულებიდან მომეხმო თუ არა ადამიანისთვის საერთოდ მით უმეტეს სომხებისთვის უსიამოვნოდ გასახსენებელი და ამაზრზენი ეპიზოდი, მაგრამ ყოყმანი დამაძლევინა არტემ არარატელის, ყარაბაღელი მელიქი ძმების, კახეთის სომხების ხსენებულმა ღალატმა და გადავწყვიტე ეს ამონარიდი გავაცნო მკითხველს „1431 წელს სასტიკი შიმშილი დაიწყო ჩვენს ქვეყანაში, სომხეთში როგორც მორწმუნეთა ისე ურწმუნოთა შორის, ის რომ შეჭამეს ძაღლები, კატები, გვამები, ცხენები, ვირები, ჯორები და აქლემები, აღარაფერი რომ არ დარჩათ, მაშინ თავიანთ ვაჟებსა და ასულებს მიმართეს, საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ფარულად თუ აშკარად ათასი კაცი შეჭამეს.

მორწმუნენმა ზამთრის ჟამს არარატის გავარიდან საქართველოსკენ გასწიეს.“
ხედავთ სიცოცხლის შესანარჩუნებლად ისევ საქართველოს შეაფარეს თავი, მაგრამ მათმა ზოგიერთმა შთამომავალმა ქართველებს როგორ გადაუხადა ამაგი, ამაზე სიტყვას აღარ გავაგრძელებ. მოვიხმობ მხოლოდ ერთ ფაქტს- XIX საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში დიდი ჩინოვნიკის ხატისოვის მაქინაციების წყალობით თურქეთიდან აფხაზეთში შემოსახლებულმა სომხების შთამომავლებმა რუსეთ-საქართველოს ომის ( გასული საუკუნის 90-იანი წლები) დროს ჩამოაყალიბეს ბაგრამიანის სახელობის სომხური ბატალიონი და ასეულობით მკვიდრი მშვიდობიანი ქართული ოჯახი ამოწყვიტეს და მათი ქონება მიიტაცეს. ამ ავადხსენებული ბატალიონის ერთ-ერთი მეთაური ვინმე ტრაპიზონიანი, ქართველთა მიმართ დაუნდობლობითა და სადიზმით გამოირჩეოდა. ნაძარცვით გამდიდრებული დღეს სომხურ მაფიას განაგებს აფხაზეთში და იბრძვის ქართველთა იძულებით მიტოვებული სახლ-კარისა და მიწა-წყლის დასაპატრონებლად. ამას ხელს უწყობს ისიც, რომ აფხაზები უმცირესობაში არიან: ამჟამად აფხაზეთში 69.000 ეთნიკური აფხაზი ცხოვრობს, 80.000 კი სომეხი. ადგილობრივი ჟურნალისტის გერეშენკოს ვარაუდით სომეხთა რაოდენობა მალე სულ მცირე 300.000-მდე გაიზრდება (შორენა მარსაგიშვილი „სომხები აფხაზეთიდან აფხაზების განდევნას აპირებენ“ ისინი ქართველების ბედს გაიზიარებენ).

მიუხედავად ამდენი შინაური და გარეშე მტრების ვერაგობისა საქართველოს სამეფომ ავად თუ კარგად მოაღწია XVIII ს- ის ბოლომდე, მაგრამ შემდეგი უბედურება დაიწყო იმით, რომ ერთმოწრმუნე რუსეთის მოიმედე ერეკლე მეფე რუსეთის იმპერატორმა ეკატერინე მეორემ მოატყუა და გეორგიევსკის ტრაქტატით გათვალისწინებული შეთანხმების თანახმად, რომლის ძალით რუსეთს უნდა დაეცვა საქართველო გარეშე მტრებისგან არ შეასრულა. მოხუცი მეფე ერეკლე შეატოვა აღა მაჰმად ხანის ურდოებს. კრწანისის ტრაგედიაში ( 1795წ ) ლომის წილი მიუძღვის რუსეთს, რომელიც ორპირ და გველურ პოლიტიკას ატარებდა საქართველოს სამეფოს მიმართ.

რუსეთი საქართველოს იმთავითვე თავის გუბერნიად განიხილავდა. ეს ჩანს იქედან, რომ მეფე გიორგი XII-ის გარდაცვალებამდე (გარდ. 1800წ. 28 დეკემბერს) 18 დეკემბერს იმერატორმა პავლე I-მა ხელი მოაწერა მანიფესტს ქართლ-კახეთის გაუქმების შესახებ. ამ დოკუმენტს საიდუმლოდ ინახავდნენ, მაგრამ გიორგი XII-ე გარდაიცვალა თუ არა მაშინვე გამოაქვეყნეს, გიორგი მეფის სიცოცხლეში დაწერილი მანიფესტი და რუსეთის იმპერიას მიუერთეს. ამ ვერაგულმა გადაწყვეტილებამ ქართველ ხალხში უკმაყოფილება გამოიწვია.

1801 წლის 12 მარტს იმპერატორი პავლე I-ი მოკლეს და ტახტზე ავიდა მემკვიდრე ალექსანდრე. თბილისში იმედი მიეცათ, რომ ახალი იმპერატორი აღადგენდა ქართლ-კახეთის ტახტის მემკვიდრეობას და მას თხოვნით მიმართეს, მაგრამ 1801 წლის 11 და 15 აპრილს რუსეთის სახელმწიფო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ქართლ-კახეთის მიერთების შესახებ, ყოველგვარი თვითმართველობის შენარჩუნების გარეშე. ბაგრატიონთა სამეფო დინასტია გაუქმდა (ა.თოთაძე თბილისის მოსახლეობა, 214, გვ.58).

1801 წლის 12 სექტემბერს იმპერატორ ალექსანდრეს მიერ ხელმოწერილი მანიფესტი შეერთების შესახებ გამოქვეყნდა. რუსეთის იმპერატორი უსინდისოდ ცრუობდა და მსოფლიოს თვალში ნაცარს აყრიდა, როცა წერდა- „არა ძალითა შემატებისათვის, არა ანგარებისათვის, არა მსოფლიოში ისედაც უდიდესი იმპერიის საზღვართა გაფართოებისათვის ვიღებ ჩვენ საქართველოს სამეფოს მმართველობის ტვირთს, არამედ მხოლოდ ღირსება-მოვალეობა, პატრონობა და ადამიანობა გვკარნახობს ჩვენ საღმრთო მოვალეობას, რათა ყური მივაპყროთ ტანჯულთა ვედრებას.“

ამის შესახებ კარგად წერს პროფ. ან.თოთაძე- „ამ თავის გამართლების, ცრუ პროპაგანდისტული განცხადებებით ისე გამოდიოდა, თითქოს რუსეთმა საქართველო 1801 წელს ქართველი მეფისა და ხელისუფლების თხოვნით მიიერთა“ („თბილისის მოსახლეობა“, 2014, გვ.58).

რუსმა ისტორიკოსებმა სცადეს იმპერატორ ალექსანდრეს ამ მუხანათობის და ნიანგის ცრემლების ღვრის გამართლება - „მთელი რიგი რთული მოვლენები გამოიწვია გიორგი XII-ის ანდერძმა. რუსეთის ხელისუფლებამ სრულიად გულწრფელად და არაერთხელ აღიარა, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთით საზღვრების შემდგომი გაფართოების ვერავითარ საჭიროებას ვერ ხედავს და აქედან არც არავითარი სარგებელი აქვს.“

ამ რუს მეცნიერს ისევე რუსი ისტორიკოსის სიტყვებით უპასუხა პროფ. ა. თოთაძემ- „საქართველოს შეერთებამ“... უდიდესი სარგებლობა მოუტანა რუსეთს იმ მხრივ, რომ მისი საზღვრები უშუალოდ თურქეთთან და სპარსეთთან მოვიდა შეხებაში, რამაც საშუალება მისცა რუსეთის მთავრობას, უშუალო გავლენა მოეხდინა ორივე სახელმწიფოზე. ამას გარდა საქართველოს შეერთებით კავკასიის მთიელები ყოველ მხრივ გარშემორტყმულები აღმოჩნდნენ, რამაც გამოიწვია მათი დამორჩილება. არ შეიძლება უყურადღებოდ დავტოვოთ ის გარემოება, რომ რუსეთმა საქართველოს სახით შეიძინა ქვეყანა, რომელიც არაჩვეულებრივად მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, რაც რუსი ხალხის გამდიდრებას შეიძლება ემსახუროს.

რუსეთში, აგრეთვე იყვნენ მწერლები, რომელნიც რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკას საქართველოს მიმართ არ ამართლებდნენ. ევგენი მარკოვი „ჩვენ რუსებმა არ უნდა დავივიწყოთ თავის დღეში, რომ საქართველო ხმლით არ დაგვიპყრია, რომ ჩვენ იმათი თანასწორნი ძმანი ვართ და არა მძლავრი მებატონენი. ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ქართველები შემოვიდნენ ჩვენს ოჯახში იმისთვის, რომ ქართველებივე დარჩნენ, ამიტომაც ყოველსავე ქართველს, ისტორიით მოპოვებულ, ყოველ ქართველთაგანს, ყოველსავე სალოცავს ერისას და წმინდად აღიარებულს, ყოველსავე თვისებას მათსა იმდენად პატივი უნდა ვცეთ, იმოდენად მხარი მივცეთ და ხელი შევუწყოთ, რამოდენადაც ყველაფერს ჩვენს საკუთარს. კავშირი ძმათა შორის იმაში მდგომარეობს, რომ ერთი მეორეს ძმურად შეეწეოდეს, ერთი მეორეს შემსჭვალოს და არა იმაში, რომ ერთმა მეორე ჩაყლაპოს.“

რუსეთის ვერაგობა ამით არ დამთავრებულა . იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა გააუქმა ბაგრატიონთა სამეფო ტახტი (1801), საქართველო დაყო თბილისისა და ქუთაისის გუბერნიებად და მიუერთა რუსეთის იმპერიას.
ქართველი თავად-აზნაურობა და თბილისის მოქალაქენი მირეკეს სიონის ეზოში, რუსი სალდათების ალყაში მოაქციეს და ხიშტების ქვეშ, ძალით რუსის მეფის ერთგულებაზე ფიცი დაადებინეს და ამ გაუგონარი უსამართლობის ცერემონიას ხელმძღვანელობდა გენერალი ლაზარევი (ღაზარიანცი)?!..

არც ეს იკმარა რუსეთმა და უკანონოდ გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია (1811წ). რუსის ეგზარხოსები ჩაუყენა სათავეში ქართულ ეკლესიას და ისინი განაგებდნენ. მათმა უმეტესობამ ქართული ეკლესიების ქონება, ძვირფასეულობა მიითვისა. ეკლესიებს მიწები ჩამოართვეს და ხაზინას გადასცეს. აქვე შევნიშნავ, მეფის რუსეთმა ეჯიმიაწინსაც ჩამოართვა მიწები და ქონება, მაგრამ ჩქარა დაუბრუნა, ერთმორწმუნე ქართული ეკლესიების სიმდიდრე კი მიითვისა.

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები