პოლიტიკა

ბექა ოდიშარია სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებს შეხვდა

16.08.19 11:00


საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია კომიტეტთან არსებულ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრებს მართავს.

კომიტეტის თავმჯდომარემ სამუშაო შეხვედრა გამართა თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორთან ცირა ბარამიძესთან, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის “კავკასიის ქვეყნებთან სამეცნიერო თანამშრომლობის კომისიის“ თავმჯდომარესა და დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმის დირექტორთან გივი ღამბაშიძესთან, ასევე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მთავარ მრჩეველთან, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორთან, კავკასიოლოგ მექა ხანგოშვილთან.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების, სახალხო დიპლომატიის, კავკასიელ ხალხთა შორის ურთიერთობის ინტენსიფიკაციის საკითხებს. ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში კავკასიოლოგიის, როგორც პოლიტიკური მდგენელის მქონე სამეცნიერო დარგის მდგომარეობაზე, მისი განვითარებისათვის საჭირო პროექტებზე, ქართველოლოგიურ და კავკასიოლოგიურ ცენტრებთან, კავკასიელ ხალხებთან სამეცნიერო და კულტურულ–საგანმანათლებლო თანამშრომლობაზე.

კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ სტუმრებს შეხვედრაზე მობრძანებისათვის მადლობა გადაუხადა და მზადყოფნა გამოთქვა, მხარი დაუჭიროს საინტერესო პროექტების განხორციელებაში.

კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო მაღალი რანგის აკადემიური წრეების წარმომადგენლებით, დარგის ცნობილი მეცნიერ-კონსულტანტებით, მკვლევარებითა და ექსპერტებით არის დაკომპლექტებული.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები