პოლიტიკა

"მე და გალიამ ამ დილით დავტოვეთ თბილისი" - საფრანგეთის ელჩმა, პასკალ მენიემ საქართველოში მისია დაასრულა

16.08.19 17:30


საფრანგეთის საელჩო ელჩის, პასკალ მენიეს გამოსამშვიდობებელ წერილს აქვეყნებს

„მე და გალიამ ამ დილით დავტოვეთ თბილისი, სამ წელიწად-ნახევარის განმავლობაში, ფრანგულ-ქართული ურთიერთობების განვითარებისათვის გაწეული ინტენსიური საქმიანობის შემდეგ.

მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას ჩემდამი გამოცხადებული ნდობისთვის და იმ მხარდაჭერისთვის რომელსაც მუდმივად გამოხატავდა ჩვენი თანამშრომლობის განვითარებისა და გაფართოების მიმართ.“- ნათქვამია წერილში.

პასკალ მენიე საფრანგეთის რესპუბლიკის VIII საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო საქართველოში, ის ამ მოვალეობის შესრულებას 2016 წლის მარტიდან შეუდგა.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 82


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები