საზოგადოება
21.08.19 13:40
რიკოთის საუღელტეხილო გზის კიდევ ერთი მონაკვეთის მშენებლობა იწყება.
ჩუმათელეთი-ხევის (F1) მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება დღეს გაფორმდა. ახალ გზას კომპანია “China State Construction Engineering Corporation Limited” ააშენებს.
ჩუმათელეთი-ხევის მშენებელობაზე გამარჯვებულ კომპანიას - China State Construction Engineering Corporation Limited”-ს, მის პორტფელში მრავალი მასშტაბური პროექტია. კომპანიას, ბოლო წლების განმავლობაში აშენებული აქვს 5 000-ზე მეტი სიგრძის გზა, ჯამურად 108 კმ. სიგრძის გვირაბები და 851 კმ. სიგრძის ხიდები. მხოლოდ 2018 წელს, კომპანიის კონტრაქტების საერთო ღირებულებამ 340 მილიარდამდე დოლარი შეადგინა.
S&P-ის, Moody’s-ისა და Fitch-ის რეიტინგების შეფასებით, კომპანაის საუკეთესო შეფასება „A“ რეიტინგი აქვს მიღებული, რაც უმაღლესი საკრედიტო რეიტინგია გლობალურ სამშენებლო ინდუსტრიაში.
ჩუმათელეთი-ხევის გზის მშენებლობას მსოფლიო ბანკი და ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებენ. სამუშაოების ღირებულება 330 მილიონ ლარამდეა. სამუშაოების განხორციელბის ვადად 3 წელია განსაზღვრული.
პროექტი ითვალისწინებს ჩუმათელეთი-ხევის 11.6 კმ-იან მონაკვეთზე ოთხზოლიანი გზის, 22 ახალი ხიდისა და 3 გვირაბის მშენებლობას.
მოეწყობა ხელოვნური ნაგებობები, წყალგამტარი მილები, შესაბამისი სადრენაჟო სისტემები, გატარდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებები.
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთი 4 სექციად არის დაყოფილი და საერთო ჯამში დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით. ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს, ხოლო მისი პარამეტრები უზრუნველყოფს სიჩქარის გაორმაგებას უსაფრთხოების სრული დაცვით, რაც საბოლოო ჯამში აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის მანძილს შეამცირებს 30 კილომეტრით, ხოლო მგზავრობის დროს გაანახევრებს. თუ დღეს წითელი ხიდიდან-სარფამდე მანძილის გავლას სჭირდება 8 საათი, მომავალში ამ მონაკვეთის დასაფარად 4-4.5 საათი საკმარისი იქნება.
მხოლოდ რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობაზე, საერთო ჯამში 5 000 - ზე მეტი ადამიანი დასაქმდება და დასაქმებულთა 80% საქართველოს ადგილობრივი მცხოვრები იქნება.
რაც შეეხება, რიკოთის საუღელტეხილო გზის ორ, ხევი-უბისასა და უბისა-შორაპანის მონაკვეთებზე სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, ხოლო მე-4 შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, სატენდერო წინადადებების გახსნა 22 აგვისტოს მოხდება.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 217
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0027.01.21
-
ეკატერინე ტიკარაძე - ველოდებით, რომ თებერვლის ბოლოს კორონავირუსის ვაქცინა იქნება საქართველოში
17:4027.01.21
-
17:2027.01.21
-
ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში დადებითობის მაჩვენებლები დინამიურად უმჯობესდება
17:0027.01.21
-
16:4027.01.21
-
16:2027.01.21
-
16:0027.01.21
-
საკადრი წმენდა პოლიციაში - რატომ დატოვეს თანამდებიბები შიდა ქართლისა და კახეთის პოლიციის უფროსებმა
15:4027.01.21
-
15:2027.01.21
-
კახა კალაძე - გამიხარდება, თუ ოპოზიციას პარლამენტში ვიხილავთ
15:0027.01.21
-
14:4027.01.21
-
14:2027.01.21
-
კახიშვილი ხელისუფლებას - თუ მცირე ბიზნესს არ ვხსნით, ალტერნატივად რას ვთავაზობთ?!
14:0027.01.21
-
დავით ზილფიმიანი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეჩერების წინააღმდეგია
13:4027.01.21
-
პარლამენტში რიგგარეშე სესია გაიხსნა
13:2027.01.21
-
ოპოზიციისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ დავუჭერდი - დავით სერგეენკო
13:0027.01.21
-
არჩილ თალაკვაძე - ძალიან მალე მოვა დრო, როცა ოპოზიციური ჯგუფები პარლამენტში ფრაქციებს შექმნიან
12:4027.01.21
-
ლაშა დარსალია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე ტოივო კლაარს შეხვდა
12:2027.01.21
-
NDI-ი თავის კვლევით ეუბნება, რომ საზოგადოებაში საშენო განწყობა არ არის - მდინარაძე ოპოზიციაზე
12:0027.01.21
-
11:4527.01.21
-
11:3027.01.21
-
საქართველომ ხელი შეუშალა სომეხი ოკუპანტებისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნას
11:1527.01.21
-
11:0027.01.21
-
ცერცვაძე: ზაფხულში სახელმწიფომ არ გამოიჩინა პრინციპულობა და მივიღეთ, რაც მივიღეთ
10:4527.01.21
-
საქართველოს დღეს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამედ ჯავად ზარიფი ეწვევა
10:3027.01.21
-
"იმედი მაქვს მელია წინააღმდეგობას გაუწევს სააკაშვილს" - ხვიჩია
10:1527.01.21
-
როგორ „გაუშვა ხელიდან“ ნავალნი სომხურმა ლობიმ
10:0027.01.21
-
17:0026.01.21
-
რა შემთხვევაში აღდგება თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტი - გახარია პირობას ასახელებს
16:4026.01.21
-
16:2026.01.21
-
16:0026.01.21
-
"ჩვენ დავდივართ დანის პირზე"- ამირან გამყრელიძე ბიზნესს მიმართავს
15:3026.01.21
-
15:0026.01.21
-
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონი ავამუშავოთ - პრემიერი
14:4026.01.21
-
14:2026.01.21
-
ეკატერინე ტიკარაძე - ვაქცინას თებერვლის ბოლოს ველოდებით
14:0026.01.21