საზოგადოება

დღეიდან რუსთაველის გამზირზე მოძრაობა იზღუდება

26.08.19 10:00


რუსთაველის გამზირზე,"ფორსაჟი 9"-ის გადაღებების გამო, დღეიდან 1-ლი სექტემბრის ჩათვლით საავტომობილო მოძრაობა იზღუდება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ტრანსპორტის მოძრაობა 26 აგვისტოს 23:00 საათიდან აიკრძალება თავისუფლების მოედნიდან ყოფილი „ფოსტის“ შენობამდე. ავლაბრიდან მომავალი ავტოტრანსპორტის ნაკადი ბარათაშვილის ხიდის გავლით იმოძრავებს როგორც თავისუფლების მოედნის მიმართულებით, ასევე ორბელიანის მოედნიდან თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით.

ამასთან, რუსთაველის მეტროდან მომავალ ავტოტრანსპორტს მოძრაობა შეეძლება ყოფილი „ფოსტის“ შენობამდე რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით.

უწყების ცნობით, მოძრაობა აიკრძალება რუსთაველის გამზირზე შემომსვლელ და გამსვლელ ყველა ქუჩაზე.

ზემო ვერაზე მოძრავი ავტოტრანსპორტი ისარგებლებს გრიბოედოვისა და ბარნოვის ქუჩებით, რომელთა გავლით მოხვდება რუსთაველის გამზირზე.

„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები მოძრაობის უსაფრთხოების და შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით დაარეგულირებენ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნაკადს, საჭიროების შემთხვევაში პატრულ-ინსპექტორები მძღოლებს ალტერნატიული მარშრუტების შესახებაც მიაწვდიან ინფორმაციას“, – აცხადებენ შსს-ში.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები