საზოგადოება

საფრანგეთის განვითარების სააგენტო საპენსიო სააგენტოს მხარდაჭერას განაგრძობს

26.08.19 13:00


საფრანგეთის განვითარების სააგენტო საპენსიო სააგენტოს მხარდაჭერას განაგრძობს.

როგორც „კვირას“ საპენსიო სააგენტოს პრესსამსახურიდან აცნობეს, თბილისში ერთკვირიანი ვიზიტით საფრანგეთიდან ექსპერტი ანი ბურდილი ჩამოვიდა, რომელიც საპენსიო სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიის შემუშავებაში ეხმარება.

მათივე ინფორმაციით, ანი ბურდილი 5 დღის განმავლობაში საპენსიო სააგენტოს თანამშრომლებს საინფორმაციო შეხვედრებს ჩაუტარებს. ფრანგ ექსპერტს ადამიანური რესურსებისა და მენეჯმენტის მიმართულებით, საფრანგეთის კერძო და საჯარო სექტორში მაღალ თანამდებობებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

,,ნებისმიერ სტრუქტურაში არსებითად მნიშვნელოვანია გუნდის არსებობა.

ამ გუნდს კი, შეფასებისა და განვითარების გეგმები სჭირდება. საპენსიო სააგენტოში ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია. მე შევეცდები თითოეულ თანამშრომელს ჩემი გამოცდილება გავუზიარო, მენეჯერებს კი დავეხმარო შეფასების გეგმებისა და კრიტერიუმების ჩამოყალიბებაში, რათა გაუმჯობესდეს საპენსიო სააგენტოს მომსახურება და სერვისი, რაც თითოეულ ბენეფიციარზე აისახება.“ – აცხადებს ანი ბურდილი.

ფრანგი ექსპერტი მონიტორინგს სააგენტოში მიმდინარე პროცესებს გაუწევს.

იგი ხუთდღიანი შეხვედრების შემდეგ, საფრანგეთში დაბრუნდება და პერიოდულად სამუშაო ვიზიტით თბილისში კვლავ დაბრუნდება.





წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები