საზოგადოება

1 სექტემბერს Black Sea Arena-ს მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება

27.08.19 13:40


1 სექტემბერს, მიუზიკლის „ჩხიკვთა ქორწილზე“ დასწრების მსურველთათვის, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და Black Sea Arena-ს ბაქანზე გაჩერდება.

მატარებელი შემდეგი განრიგით იმოძრავებს:

“ამასთანავე, თბილისიდან და ბათუმიდან 1 სექტემბერს მატ№802/807, 805/806, 852/851, 808/801, 804 თბილისი-ბათუმს და 2 სექტემბერს მატ№811 ბათუმი-თბილისს გაჩერებები „Black Sea Arena“-ს ბაქანზეც ექნებათ.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets-ის მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.

​ბილეთები იყიდება ასევე ვებ გვერდებზე (Railway.ge;tkt.ge;Biletebi.ge;matarebeli.ge); სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.

“საქართველოს რკინიგზა” ბედნიერ და კომფორტულ მგზავრობას გისურვებთ!”-ნათქვამია “საქართველოს რკინიგზის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები