საზოგადოება

10 მსხვილი პროექტი, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ბოლო 2 წელში განხორციელდა

28.08.19 12:00


სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში, ბოლო ორი წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ინფრასტრუქტურული პროექტები, ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე იგეგმებოდა და ხორციელდებოდა.

1. ზუგდიდის დადიანების სასახლეთა კომპლექსის ე.წ. “ნიკოსეული სასახლე”. აღნიშნულ პროექტზე 3 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.

2. ზუგდიდში სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან 91 ოჯახს საცხოვრებელი სახლი აუშენდა. თითოეული სახლის ღირებულება, 17 000 დან 22 000 ლარამდე მერყეობს.

3. მაღალმთიან დასახლებაში (მესტია, უშგული) მცხოვრები პირის სტატუსი მიენიჭა და შეღავათებით სარგებლობს 7500-ზე მეტი პირი. ყოველი მესამე და შემდეგი ბავშვის დაბადებისთვის დაწესებული ფულადი დახმარება უკვე 273-მა ბავშვმა მიიღო, ჯამში გაიცა 969 350 ლარი.

4.სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა ფოთში, სამსახურს გადაეცა რეანიმობილი, რომელიც უფასოდ ახორციელებს კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტთა ტრანსპორტირებას. პროექტის ღირებულება 415 000 ლარს შეადგენს.

5. მარტვილის კანიონზე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო. დაიხარჯა 1 242 000 ლარი.

6. სამეგრელოს რეგიონში აგროდაზღვევის ფარგლებში მოსავალი დააზღვია 4138-მა პირმა. დაზღვეულ იქნა 25 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების მოსავალი.

7. ზუგდიდი, სოციალური პროექტი „ერთი თბილი ოთახი“, თანხა რომელიც ერთ ოჯახზე 5000 ლარით იყო განსაზღვრული 7000 ლარამდე გაიზარდა. 2017 წლიდან დღემდე ,,ერთი თბილი ოთახი“-ს პროგრამით 29 ბენეფიციარმა ისარგებლა.

8. ახალი ხიდი ზუგდიდში, სოფელ ოქტომბერში. მშენებლობა ფონდმა “ქართუმ“ 250 000 ლარით დააფინანსა.

9. ფოთი, კომპანია “აჭარა ტექსტილეს” სამკერვალო ფაბრიკა. დასაქმდა 800 ადამიანი. პროექტის ღირებულება 15 მილიონ აშშ დოლარამდეა.

10. ზუგდიდი, თხილის გადამამუშავებელი საწარმო “ჯეო ნათსი”. 1 558 000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 600 000 ლარი გრანტია, ხოლო 779 000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.






წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები