საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა გადამზადება დაიწყო

28.08.19 13:00


შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის მოქალაქეებთან ურთიერთობის საკითხებზე ტრენინგი დაიწო. სწავლებას სამინისტროს აკადემიის ინსტრუქტორები უძღვებიან.

შს სამინისტროს ცნობით, ტრენინგის მიზანია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება მოქალაქეებთან ურთიერთობასა და სამართლებრივ საკითხებში.

აღნიშნული სწავლება საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებს მოიცავს: მოქალაქეებთან ურთიერთობის სტანდარტები, კონფლიქტის მართვა, ბრაზის მენეჯმენტი, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და სამართალდამრღვევთა დაკავება. ასევე, პოლიციელთა პერსონალური პასუხისმგებლობა ეთიკის ნორმებისა და სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულებისათვის.

სწავლება ეტაპობრივად ჩაუტარდება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სრულ შემადგენლობას.





წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები