საზოგადოება
04.09.19 13:10
კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ ოჯახებს დიდ დიღომში, არჩილ მეფის ქუჩის N13-სა და N15-ის მიმდებარედ საცხოვრებელი ფართები გადაეცემა.
ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, 10 755 კვ. მ მიწის ნაკვეთზე გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში კომპანია „ნიუ სითი დეველოფმენტმა“ გაიმარჯვა.
„კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 3 000-ზე მეტი ოჯახია, რაც სერიოზული პრობლემაა. აღნიშნული ოჯახები ათეული წლებია ამ პრობლემით ცხოვრობენ. ჩვენ აღნიშნული პრობლემის მოგვარება დავიწყეთ და კონკრეტული ნაბიჯებიც გადაიდგა. გამოვყავით მიწის ნაკვეთები, შერჩეულია თბილისის სხვადასხვა რაიონი და ვაცხადებთ ინტერესთა გამოხატვას. კომპანიები გვთავაზობენ წინადადებებს, ვინ უფრო მეტ ფართს გადასცემს მუნიციპალიტეტს. უკვე რამდენიმე პროექტი წარმატებით განხორციელდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ოჯახების შერჩევის მთავარი კრიტერიუმი სხვა შემთხვევების მსგავსად, დაბალი სარეიტინგო ქულა იქნება.
„არჩილ მეფის ქუჩის N13-სა და N15-ის მიმდებარედ არსებულ 10 755 კვ. მ მიწის ნაკვეთზე გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში შპს „ნიუ სითი დეველოფმენტმა“ გაიმარჯვა. ქონების მართვის სააგენტოში ორი კომპანიის განაცხადი შემოვიდა. აღნიშნულმა კომპანიამ კი დაზარალებულებისთვის გადასაცემად 9 200 კვ. მეტრის ოდენობის ფართი შემოგვთავაზა.
დაზარალებულებმა უნდა წარმოადგინონ ცნობა თავიანთი სოციალური მდგომარეობის შესახებ, რომლის შემდეგაც ფართების გადაცემის რიგითობა განისაზღვრება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერი მოქალაქეებისთვის ფართების დაკანონების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამჯერად, ფართები საკუთრებაში 59 ოჯახს გადაეცემა.
„იმ ადამიანებისთვის, ვინც წლების განმავლობაში ფართების დაკანონებას ვერ ახერხებდა, ბინების გადაცემის პროცესი გრძელდება. უკვე ბევრი ოჯახი გავაბედნიერეთ, რაც ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო. დღეს, სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად საცხოვრებელი ფართები 59 ოჯახს გადაეცემა. მათ შორის, სოფელ ოქროყანაში მცხოვრებ - 30, მუხიანის დასახლების პირველ მიკრორაიონში მცხოვრებ - 23, ასევე, დიდ დიღომში, გლდანში, ვარკეთილის მესამე მასივში, მოსკოვის გამზირზე, ყვარლის ქუჩაზე და ევგენი ღვალაძის ქუჩაზე მცხოვრებ ექვს ოჯახს. მინდა, მივულოცო ამ ოჯახებს. რა თქმა უნდა, პროექტი გრძელდება, რადგან მსგავსი ოჯახები ძალიან ბევრია“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 271
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - მოვახერხებთ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას
16:2926.04.24
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა
16:0026.04.24
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24