საზოგადოება

მზად ვართ, ტურისტები ყველა ქვეყნიდან მივიღოთ - კალაძე რუსი ტურისტების შესახებ

04.09.19 17:00


თბილისის მერმა კახა კალაძემ მიუღებელი უწოდა საუბრებს იმის თაობაზე, რომ საქართველოს არ სჭირდება ტურისტები რუსეთიდან.

როგორ ვითარდებოდა ტურიზმი აქციების დაწყებამდე.

ზოგიერთი ოპოზიციონერი აცხადებს, რომ საქართველო მშვენივრად გაუმკლავდება სიტუაციას რუსი ტურისტების გარეშე. საუბარი ამის შესახებ მას შემდეგ დაიწყო, რაც მოსკოვმა თბილისში რუსი დეპუტატის ჩამოსვლის შემდეგ საპროტესტო აქციების ფონზე საქართველოსთან ავიამიმოსვლა შეწყვიტა. ამის გამო, ხელისუფლების გათვლებით, ქვეყნის ტურისტული სექტორი წლის ბოლომდე 700 ათას დოლარზე მეტს იზარალებს. რუსეთის მოქალაქეები ქართულ ტურისტულ სექტორში ლიდერისა პოზიციებს იკავებდნენ რაოდენობის მხრივ.

მერმა აღნიშნა, რომ საქართველო სახელგანთქმულია თავისი ტრადიციებით, მრავალფეროვანი კულტურით და თავისი სტუმარმასპინძლობით.

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მსოფლიომ გაიგოს ჩვენი ქვეყნის შესახებ, ჩვენი ქალაქის შესახებ, რომლითაც ძალიან ვამაყობთ, განაცხადა კალაძემ.

რუსეთის მიერ პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვის შემდეგ ვიზიტების რაოდენობა რუსეთიდან 6,4%-ით 159 ათასამდე შემცირდა, თუმცა, იანვარ-ივლისის მონაცემებით 22,1%-იანი ზრდა ფიქსირდება. ამ პერიოდში რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოს საზღვარი 850,6 ათასჯერ გადაკვეთეს.

სასტუმროების ბიზნესი საქართველოში: რეალობა და პერსპექტივები.

რუსი ტურისტების რაოდენობის შემცირების გამო ყველაზე მეტად ჩივიან აჭარაში სასტუმროების მეპატრონეები.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები