პოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანსა და გიორგი გახარიას შორის სატელეფონო საუბარი შედგა

10.09.19 11:45


სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს პრემიერს გიორგი გახარიას ტელეფონით ესაუბრა.

ნიკოლ ფაშინიანმა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში მას წარმატებები უსურვა.

სატელეფონო საუბრის დროს, მხარეებმა ასევე ისაუბრეს სომხეთ-საქართველოს მეგობრული ურთიერთობების საკითხებზე. მხარეებმა გამოთქვეს რწმენა, რომ ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი იქნება სომხეთ-საქართველოს თანამშრომლობის სფეროში არსებული მიღწევების შენარჩუნება და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება.

საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა გუშინ დაამტკიცა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები