პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი პენტაგონის წარმომადგენელს შეხვდა

11.09.19 11:00


საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის პირველივე სამუშაო კვირას ირაკლი ღარიბაშვილმა პენტაგონის წარმომადგენელს - აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილის თანაშემწეს რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში ლორა კუპერს უმასპინძლა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, საქართველოსა და აშშ-ის შორის სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერება, საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება და აშშ-სთან ერთად საერთაშორისო უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილი ის მთავარი საკითხები იყო, რაც თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლორა კუპერთან განიხილა.

ამასთან, შეხვედრაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულების დოკუმენტის განახლების საკითხი განიხილეს, რომელსაც ხელი უახლოეს მომავალში საქართველოს თავდაცვის მინისტრის აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში მოეწერება.

მინისტრმა ხაზი საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას გაუსვა და ლორა კუპერს აშშ-ის მთავრობის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ თავდაცვის სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, გაძლიერდება და მრავლისმომცველი გახდება.

„სამომავლო თანამშრომლობის შესანიშნავი დღის წესრიგი და ბევრი შესაძლებლობა გვაქვს, რომ გავაღრმავოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გატარებულ წარმატებულ რეფორმებს ეფუძნება და ზრდის შესაძლებლობებს საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში. მოუთმენლად ველოდები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის გაგრძელებას,“ - განაცხადა ლორა კუპერმა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები