პოლიტიკა

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების განხილვა იწყება

12.09.19 12:15


პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიის განხილვა იწყება. ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და პარლამენტში კანდიდატების მოსმენების ყურება მოსახლეობას პირდაპირ ეთერში შეეძლება.

მისივე თქმით განხილვებში ჩართვა საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის ყველა ფრაქციას შესთავაზეს.

"ჩვენ დავსვამთ ყველა შეკითხვას, რაც საინტერესოა საზოგადოებისთვის, იქნება ეს კრიტიკულიც. პროცესში ჩართულ ყველა მხარეს მიეცემა კითხვების დასმის შესაძლებლობადა ჩვენი მხრიდან ეს იქნება უზრუნველყოფილი",- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები