ეკონომიკა

რა გავლენა მოახდინა რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შეჩერებამ საქართელოს აეროპორტებზე?

12.09.19 14:30


აგვისტოში საქართველოს აეროპორტებში მოსალოდნელი 14%-იანი ზრდის ნაცვლად მგზავრთნაკადი 11%-ით შემცირდა.

2019 წლის აგვისტოში საქართველოს ხუთივე აეროპორტი ჯამში 583,104 მგზავრს მოემსახურა, რაც 11%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

რაც შეეხება 2019 წლის 8 თვის მონაცემებს, იანვრიდან აგვისტომდე საქართველოს აეროპორტები 3,640,823 მგზავრს მოემსახურა, რაც 8%-ით აღემატება გასული წლის მონაცემებს.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო აეროპორტებიდან აგვისტოს თვე მგზავრთნაკადის მატებით მხოლოდ ქუთაისის აეროპორტს ჰქონდა,რადგან მის სტატისტიკაზე ყველაზე ნაკლები გავლენა მოახდინა რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შეჩერებამ.

„ზრდის იმ დინამიკიდან გამომდინარე, რაც საქართველოს აეროპორტებში ფიქსირდება ბოლო წლების განმავლობაში, მათ შორის 2019 წლის ორ კვარტალში, გვქონდა მოლოდინი, რომ აგვისტოს თვეშიც იქნებოდა ვიზიტორთა უპრეცედენტო ზრდა, თუმცა, 20 ივნისის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა საპირისპირო სურათი მოგვცა. წლის პირველ ნახევარში დაფიქსირებული ზრდის დინამიკის გათვალისწინებით, აგვისტოში 749,000 ათასის ნაცვლად, რაც 14 % - იან ზრდას წარმოადგენს, საქართველოს აეროპორტები 583,104 ათას მგზავრს მოემსახურა. რაც თავის მხრივ, - 11% კლებას წარმოადგენს.“- განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ.

დეტალური სტატისტიკა ასეთია:

1)თბილისის საერთაშორისო აეროპორტი:

2019 წლის აგვისტო - 397,045 მგზავრი (კლება 14 %)

2019 წლის იანვარ-აგვისტო - 2,651,918 მგზავრი (ზრდა 3%)

2)ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი:

2019 წლის აგვისტო - 96,474 მგზავრი (კლება 20%)

2019 წლის იანვარ-აგვისტო - 444,310 მგზავრი (ზრდა 5%)

3)ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი:

2019 წლის აგვისტო - 88,138 მგზავრი (ზრდა 22%)

2019 წლის იანვარ-აგვისტო - 538,234 მგზავრი (ზრდა 41 %)

4)მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტები:

2019 წლის იანვარ-აგვისტო - ჯამურად 6,361 მგზავრი (ზრდა 16%)





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები