პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

13.09.19 15:20


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მედლინ მუნის და ნატო-ს საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ნატო-ს ურთიერთობების პროგრესის საკითხი განიხილეს.

„პრეზიდენტმა შეხვედრისას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ამ პროცესში საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერის შესახებ ისაუბრა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებულ საკითხებს და სალომე ზურაბიშვილს მედლინ მუდიმ საკუთარი შთაბეჭდილებები და ემოციები გაუზიარა დღეს ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან სტუმრობასთან დაკავშირებით.

პრეზიდენტმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეასთან განიხილა ასევე შიდაპოლიტიკური საკითხები, პრეზიდენტის ახალი ფუნქციები და ეკონომიკური პროექტები“, - აღნიშნულია პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები