საზოგადოება

საქართველოში სასწავლო პროცესი განახლდა

16.09.19 10:20


დღეს, 16 სექტემბერს, საქართველოში სასწავლო პროცესი დაიწყო. სწავლა განახლდა საჯარო სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და უმაღლესი სასწავლებლების ნაწილში. ქვეყნის მასშტაბით დღეს 55 000-მდე პირველკლასელი იწყებს სწავლას. მათგან საჯარო სკოლებში 48 254, ხოლო კერძო სკოლებში 6 067 მოსწავლე დარეგისტრირდა.

საჯარო სკოლის ყველა პირველკლასელსა და კლასის დამრიგებლებს უფასოდ დაურიგდათ განახლებული სპეციფიკის „ბუქები“, რომელშიც ორჯერ გაზრდილია ოპერატიული მეხსიერება და ორჯერ გაზრდილია მყარი დისკის მოცულობა, რაც საშუალებას იძლევა, ჩაიტვირთოს თანამედროვე საგანმანათლებლო პროგრამები. ყველა პირველკლასელს საჩუქრად გადაეცა იაკობ გოგებაშვილის განახლებული „დედა ენა”.

თბილისისა და რეგიონების მასშტაბით სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 19 სკოლაში სწავლის დაწყების თარიღი რიგ შემთხვევაში – ერთი, ზოგ შემთხვევაში კი ორი კვირით გადავადდა.





წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები