ეკონომიკა
16.09.19 11:45
პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყების თაობაზე აშშ-ში გამართული სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ს და საქართველოს საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას საქართველოს მხრიდან მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე.
სტუმრები აშშ-ს ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციის (FAA) დირექტორის მოადგილემ, ლირიო ლიუმ, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა კრის რაშლოუმ და ფრენის უსაფრთხოების სტანდარტების სამსახურის დირექტორის მოადგილემ რობერტ რუისმა მიიღეს.
ვაშინგტონში გამართული შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საავიაციო მიმოსვლის დაწყებისათვის აუცილებელ პროცედურულ საკითხებზე ისაუბრეს და ამ მიზნით, საავიაციო ხელისუფლებებს შორის ტექნიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. ყურადღება გამახვილდა ასევე მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების და ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების მომზადების საკითხებზე.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა ამერიკულ მხარეს საავიაციო უსაფრთხოებასა და უშიშროებაზე ზედამხედველობის გაუმჯობესების კუთხით არსებული მიღწევები და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მიერ საქართველოში ჩატარებული აუდიტის შედეგები გააცნო, რომლის მიხედვითაც ქვეყანას მოწინავე პოზიცია აქვს რეგიონში.
ასევე, ლევან კარანაძემ ისაუბრა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გატარებულ სამუშაოებზე ევროკავშირის რეგულაციების და დირექტივების დანერგვის კუთხით, რაც ქვეყნის მხრიდან ფრენების უსაფრთხოებისა და მგზავრთა უფლებების დაცვის მაღალ ხარისხზე მიუთითებს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, აკაკი საღირაშვილის განცხადებით, საქართველოსა და აშშ-ს საავიაციო უწყებებს შორის მჭიდრო ურთიერთობების დამყარება, ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება პარტნიორ ქვეყნებს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დასაწყებად: „აშშ-ს ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის გაღრმავება და მისი გამოცდილების გაზიარება დაეხმარება საქართველოს საავიაციო ხელისუფლებას ზედამხედველობის ხარისხის ამაღლებასა და ინტიტუციონალურ გაძლიერებაში, რაც თავის მხრივ, ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება ორ ქვეყანას შორის საავიაციო მიმოსვლის დასაწყებად“.
"აშშ-ს ფედერალური ავიაციის ადმინისტრაცია წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე და მძლავრ საავიაციო ხელისუფლებას მსოფლიოში, რომელიც საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებთან ერთად, დღის წესრიგს ქმნის ამ სფეროში. FAA-თან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ფრენის უსაფრთხოების სტანდარტების შემდგომ გაუმჯობესებას ჩვენს ქვეყანაში.
ამასთან, საავიაციო ხელისუფლებებს შორის აქტიური კავშირების დამყარება უაღრესად მნიშვნელოვანია სამომავლოდ, ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების ტექნიკურად განხორციელებისათვის“, - განაცხადა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა ლევან კარანაძემ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაციამ შეხვედრები გამართა United Airlines-ის და Delta Airlines-ის წარმომადგენლებთან. ვიზიტის ორგანიზებაში, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, აქტიურად იყო ჩართული საქართველოს საელჩო აშშ-ში.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 280
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილია სიტუაციის გაუარესება
16:1401.05.24
-
გიორგი ჩაკვეტაძე - არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, არ დავუშვებთ, პროვოკაციები მოაწყონ
15:4201.05.24
-
15:2101.05.24
-
კახა კალაძე ოპოზიციას - მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა
15:0001.05.24
-
14:3901.05.24
-
5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ
14:0901.05.24
-
13:4101.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - ევროპა არის კანონმორჩილება, დაემორჩილეთ კანონს!
13:2601.05.24
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
13:0001.05.24
-
პარლამენტის პლენარულ სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა
12:3501.05.24
-
გერმანიის ელჩი - ძალადობა უნდა შეწყდეს, ეს გამოსავალი არასდროს არის
12:1201.05.24
-
კახა კალაძე - ყოველთვის დავდგებით მოწოდების სიმაღლეზე
11:5001.05.24
-
11:2001.05.24
-
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება
11:0001.05.24
-
შსს: საზოგადოებამ ნათლად იხილა, რომ აქციამ სრულად მიიღო ძალადობრივი ხასიათი
10:3501.05.24
-
სამართალდამცავებმა რუსთაველის გამზირზე გუშინ გამართულ აქციაზე 63 პირი დააკავეს
10:1401.05.24
-
1 მაისს საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს
9:5501.05.24
-
სომხები ოსმალეთის იმპერიაში – რა იყო, რა შეიძლებოდა ყოფილიყო და თანამედროვე რეალობა
7:0501.05.24
-
ანრი ოხანაშვილი - ტერმინი “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“ ფაქტის კონსტატაციაა
18:0030.04.24
-
ლუკ კოფი - ბრმა ადამიანსაც შეუძლია დაინახოს, რომ საქართველომ ევროატლანტიკური გზიდან გადაუხვია
17:2730.04.24
-
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი - ილია დარჩიაშვილს ვურჩიე, გადახედოს ჩვენს დირექტივას
17:0030.04.24
-
პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კალანდარიშვილი აირჩია
16:2830.04.24
-
16:0030.04.24
-
15:3430.04.24
-
15:0530.04.24
-
მთავრობის დადგენილებით, 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა
14:2330.04.24
-
საქართველოში საერთაშორისო ვიზიტები 2019 წელთან შედარებით +44.4%-ით გაიზარდა
14:0030.04.24
-
სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტები აღიკვეთა
13:3930.04.24
-
13:0730.04.24
-
12:4630.04.24