პოლიტიკა

ალექსანდრე ხვთისიაშვილი მიგრაციის საკითხებში შვეიცარიის სახელმწიფო მდივანს შეხვდა

18.09.19 15:20


საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა შვეიცარიის სახელმწიფო მდივანთან მარიო გატიკერთან.

შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის რეჟიმთან დაკავშირებული მიმდინარე და აქტუალური საკითხები, წარმოქმნილი გამოწვევები და მათ საპასუხოდ საქართველოს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები.

შეხვედრაზე მარიო გატიკერი მიესალმა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ქმედებებს და დადებითად შეაფასა შვეიცარიასა და საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებს შორის უვიზო მიმოსვლის შეუფერხებელი განხორცილებისკენ მიმართული ნაყოფიერი თანამშრომლობა.

მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა შვეიცარულ მხარეს საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება პოზიტიურად აისახება უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებულ გამოწვევებთან გამკლავების კუთხით.

ამასთანავე, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და შვეიცარიას შორის არსებულ მჭიდრო ორმხრივ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პოტენციალს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში შვეიცარიის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ერთობლივ დეკლარაციას „მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები