პოლიტიკა

"ქართულ ოცნებას" არანაირი შანსი არ აქვს, რომ ფორმირება გაუკეთოს შემდეგ მთავრობას" - სალომე სამადაშვილი

19.09.19 14:40


"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის სალომე სამადაშვილის თქმით, NDI-ის კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ 20 ივნისის ღამეზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა.

როგორც სამადაშვილმა განაცხადა, "ქართულ ოცნებას" აღარანაირი შანსი არ აქვს, რომ ფორმირება გაუკეთოს შემდეგ მთავრობას.

„ეს კვლევა აჩვენებს იმასაც, რომ გამოკითხულთა ძალიან დიდი უმრავლესობა თვლის, რომ პასუხისმგებლობა 20 ივნისის ღამეზე ხელისუფლებას ეკისრება. გამოკითხულ ადამიანებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების რეაგირება 20 ივნისის ღამის მოვლენებზე იყო არასათანადო. ეს არის რეალურად საზოგადოების აზრი, რაც დაადასტურა კიდევ ერთხელ კვლევამ." ქართულ ოცნებას“ აღარანაირი შანსი არ აქვს, რომ ფორმირება გაუკეთოს შემდეგ მთავრობას, როდესაც ამომრჩეველთა ძალიან დიდ რაოდენობას მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის და ხელისუფლება სათანადოდ ვერ მუშაობს, ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა მათ მიმართ ნდობა" - აღნიშნა სამადაშვილმა.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები