პოლიტიკა

მთავარი პროკურატურა - თავდაცვის სამინისტროდან გამოთხოვილი მასალების შესწავლა მიმდინარეობს

03.08.16 20:25


თავდაცვის სამინისტრომ მთავარ პროკურატურას უწყებიდან საიდუმლო ინფორმაციის გაცემის საკითხთან დაკავშირებული მასალები გადაუგზავნა. ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის ახალმა მინისტრმა ლევან იზორიამ განუცხადა.

რაც შეეხება იმას, დაიწყებს თუ არა მთავარი პროკურატურა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოძიებას, როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, ამ ეტაპზე თავდაცვის სამინისტროდან გადაგზავნილი მასალების შესწავლა მიმდინარეობს.

„აღნიშნულ ფაქტზე თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექცია აწარმოებდა სამსახურებრივ შემოწმებას. ვინაიდან პროკურატურა არცერთ სამსახურებრივ შემოწმებას არ ზედამხედველობს, შესაბამისად არ გვქონდა ინფორმაცია.

მედიით ინფორმაციის გავრცელების შემდეგ პროკურატურა დაინტერესდა საკითხით და გამოითხოვა თავდაცვის სამინისტროს ხელთ არსბული მასალები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მასალების შესწავლა და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება საზოგადოებას“, - აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 478


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები