პოლიტიკა

არჩევნები საქართველოში - რეგისტრაცია 32-მა პარტიამ გაიარა

04.08.16 17:05


საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მსურველი 32 პარტია დაარეგისტრირა, მათ შორის არის ოპერის მომღერალ პაატა ბურჭულაძის „მოძრაობა — სახელმწიფო ხალხისთვის“.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება. მასში მონაწილეობა საქართველოს ტერიტორიაზე დარეგისტრირებულ ნებისმიერ პარტიას შეუძლია, რომელიც მხარდამჭერთა ხელმოწერების გარკვეულ რაოდენობას წარმოადგენს.

ცესკოში პარტიების რეგისტრაცია 1 აპრილს დაიწყო. ამ დროისათვის რეგისტრაციის მოთხოვნით, უწყებას 62-მა პარტიამ მიმართა, ნათქვამია ცესკოს ვებგვერდზე.

თუ პარტიას პარლამენტში ან რაიონულ თვითმმართველობებში თავისი მომხრე ჰყავს, პარტიის რეგისტრაციისთვის მან 1 ათასი მხარდამჭერის სია უნდა წარადგინოს. დანარჩენმა პარტიებმა კი 25 ათასი ხელმოწერა უნდა შეაგროვონ.

პარტიების რეგისტრაციის ბოლო რიცხვია 14 აგვისტო.

პარტიებმა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში თავიანთი კანდიდატების სიები უნდა წარადგინონ.

საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემას 3 513 260 ადამიანი შეძლებს.

რეგისტრაცია გაიარა პარტიებმა:

„ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ (გიორგი კვირიკაშვილი)

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (სერგო რატიანი)


„თავისუფალი დემოკრატები“ (ირაკლი ალასანია)

„ლეიბორისტული პარტია“ (შალვა ნათელაშვილი)

„პატრიოტთა ალიანსი“ (ირმა ინაშვილი)

„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ (ნინო ბურჯანაძე)

„მოძრაობა — სახელმწიფო ხალხისთვის“ (პაატა ბურჭულაძე)

„სახალხო ხელისუფლება“ (ზურაბ კობიაშვილი)

„საქართველო მშვიდობისთვის“ (დავით თევზაძე)

„სამართლოანობის აღდგენის კავშირი. ხმა ერისა. უფალია ჩვენი სიმართლე“ (მიხეილ (გელა) სულუაშვილი).

საქართველოს კომუნისტური პარტია (ივანე წიკლაური)

„საქართველო“ (გიორგი ლილუაშვილი)

„სახალხო პარტია“ (ივანე (მამუკა) გიორგაძე)

„საქართველოს ევროპელი დემოკრატები“ (პაატა დავითაია)

„ჩვენი სამშობლო“ (გიორგი ჩიტიშვილი)

„საქართველოს კონსერვატიული პარტია“ (ირაკლი კობრავა)

„საქართველოს ეროვნული ერთიანობის პარტია“ (გიორგი ჭინჭარაული)

„ცენტრისტები“ (%ეიმურაზ ხაჩიშვილი)

„ნეიტრალური საქართველო“(ვალერი კვარაცხელია)

საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“ (შოთა მალაშხია)

„საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია“ (თემურ ფიფია)

„ქართული იდეა (ლევან ჩაჩუა)

„მერაბ კოსტავას საზოგადოება“ (ვაჟა ადამია)

„გსაქართველოს ქალთა პარტია "სამართლიანობისა და თანასწორობისთვის“ (ხათუნა მაჭავარიანი)

„მემარცხენე ალიანი“ (კახაბერ ძაგანია)

„დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველო“ (დავით ასპანიძე)

„მამული, ენა, სარწმუნოება"

„ახალი მემარჯვენეები“ (მამუკა კაციტაძე)

„ქართული დასი“ (ჯონდი ბაღათურია)

„ეროვნული ფორუმი“ (კახა შარტავა)

„რესპუბლიკური პარტია“ (ხათუნა სამნიძე)

ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩი“ (ზურაბ ჯაფარიძე).



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები