საზოგადოება

საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნის ვადა 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა

08.10.19 14:20


იუსტიციის მინისტრის მოადილის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნის ვადა 31 დეკემბრამდე შენარჩუნდება.

როგორც მინისტრის მოადგილემ ბრიფინგზე აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეებს, ყოფილ მოქალაქეებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა, რომ მიმართონ სერვისების განვითარების სააგენტოს და ისარგებლონ კანონით მინიჭებული შესაძლებლობით.

„პირებს, რომლებსაც უკვე აქვთ მიღებული უცხო სახელმწიფოს მოქალაქეობა, მაგრამ აქვთ სურვილი, რომ შეინარჩუნონ საქართველოს მოქალაქეობა და მესამე კატეგორია გახლავთ ვისაც აქვს შეწყვეტილი საქართველოს მოქალაქეობა სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღების გამო და ამ დროისთვის არ აქვს შეწყვეტილი საქართველოს მოქალაქეობა, ასეთ შემთხვევებში მინიჭებული იქნა შესაძლებლობა, რომ გამარტივებული წესით მომხდარიყო საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება.

მოგეხსენებათ, რომ მოქმედი კანონი ითვალისწინებდა 2019 წლის 15 აგვისტომდე ასეთი განაცხადით მომართვას, საკმაოდ მაღალი იყო მომართვიანობა. აქედან გამომდინარე რაკიღა მომართვიანობა საკმაოდ მაღალი იყო მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული რომ საქართველოს მოქალაქეობის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილიყო ცვლილება და გახანგძლივებულიყო ის ვადა, რომლის განმავლობაშიც საქართველოს ყოფილ მოქალაქეებს შეეძლებათ შესაძლებლობა მომართონ იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენეტოს და ისარგებლონ იმ შესაძლებლობით რომლის შესახებაც მოგახსენეთ,ეს ვადა გახანგძლივდა 2019 წლის 31 დეკემბრამდე შესაბამისად საქართველოს მოქალაქეებს, ყოფილ მოქალაქეებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა, რომ მომართონ სერვისების განვითარების სააგენტოს და შესაბამისად ისარგებლონ კანონით მინიჭებული ამ შესაძლებლობით“,-განაცხადა სარჯველაძემ.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები