პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს შეხვდა

08.10.19 15:40


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს საქართველოში, ისა ალბაშა ალნოაიმს უმასპინძლა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამხედრო-სამრეწველო სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები