ეკონომიკა

ფულადი გზავნილების მოცულობა 13.9%-ით გაიზარდა

15.10.19 15:40


ფულადი გზავნილების მოცულობამ 2019 წლის სექტემბერში $149.8 მლნ (44 მლნ ლარი) შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13.9%-ით მეტია.

ევროკავშირიდან ფულადი გზავნილების ზრდის ტემპმა 1 წელიწადში 21.6% შეადგინა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა იტალიიდან +27%; გერმანიიდან +29%; საფრანგეთიდან +39%; პოლონეთიდან +45%.

ფულადი გზავნილების მოცულობის ზრდა დაფიქსირდა ასევე არაევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან კერძოდ, აშშ +8%; თურქეთი +13%; უკრაინა +87%; ყაზახეთი +101%.

ერთადერთი გამონაკლისი რუსეთი აღმოჩნდა, საიდანაც 3.7%-იანი კლება დაფიქსირდა. მისმა წილმა მთელ გადმორიცხვებში 24.2% შეადგინა, მაშინ როცა 10-12 წლის წინ 50%-იან წილს აღემატებოდა.

გადმორიცხულთან ერთად, 6.5%-ით $20.5 მლნ-მდე გაიზარდა საქართველოდან გადარიცხული თანხის მოცულობაც.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები