პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების უფროსს რიჩარდ ტიბელსს შეხვდა

16.10.19 13:00


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების უფროსს რიჩარდ ტიბელსს და მის თანმხლებ დელეგაციას შეხვდა.

უწყებაში განაცხადეს რომ, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესსა და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე. ყურადღება გამახვილდა საქართველოს პარლამენტის როლზე და მზარდ ინსტიტუციურ შესაძლებლობებზე.

აღინიშნა, რომ ახალი რეგლამენტით გათვალისწინებულმა მექანიზმებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა პარლამენტის როგორც კანონშემოქმედებითი, ისე საზედამხედველო ფუნქციები და პოლიტიკური პროცესი უფრო აქტიური გახადა.

გარდა ამისა, საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების ვითარებას. რიჩარდ ტიბელსმა არჩილ თალაკვაძეს ევროკავშირის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები