პოლიტიკა

საქართველოს ელჩმა ხორვატიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გამართა

17.10.19 11:35


ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ზაალ გოგსაძემ შეხვედრა გამართა ხორვატიის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან გორდან გრლიჩ რადმანთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2020 წლის პირველ ნახევარში ხორვატიის ევროკავშირის თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს. აღინიშნა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საჭიროების შესახებ.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები