პოლიტიკა

ეკონომიკის მინისტრი "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს": მიხედეთ საქმეს

17.10.19 12:30


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავა აცხადებს, რომ მთავრობა მხარს ვუჭერს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს.

"მთავრობამ ეს არაერთგზის დაამტკიცა"- უთხრა ნათია თურნავამ მედიას.

მინისტრი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ მოუწოდებს, საქმეს მიხედონ.

„ჩვენი მოწოდება იქნება, მიხედონ საქმეს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, მთავრობა კვლავ თანმიმდევრულია ამ პროექტთან მიმართებაში.

„2017 წლიდან მოყოლებული, ექვსჯერ მოხდა ამ პროექტს ვადების გადაწევა. ჩვენ მხარს ვუჭერთ პროექტს, მთავრობამ ეს არაერთგზის დაამტკიცა. ჩვენი გადაწყვეტილება, რომ არ ვისარგებლოთ კონტრაქტით მონიჭებული უფლებით, არ დავიწყოთ კონტრაქტის მოშლა და მივცეთ დამატებითი ვადა წლის ბოლომდე, არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ და ვაცდით ინვესტორს, ბოლოს და ბოლოს, შეასრულოს თავის თავზე აღებული ვალდებულებები“, – განაცხადა თურნავამ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები