პოლიტიკა

მაია ცქიტიშვილი უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრს შეხვდა

22.10.19 14:50


რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრ ვლადისლავ კრიკლიისთან
გამართა.

რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს უკრაინასა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობის გაძლიერების, ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით თანამშრომლობის გააქტიურების და ერთობლივი პროექტების შესაძლებლობის საკითხები.

ისაუბრეს მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის ფარგლებში განსახილველ ცალკეულ საკითხებზეც. ორი ქვეყნის მინისტრების შეხვედრას ესწრება საქართველოს გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე და უკრაინის დელეგაციის წევრები.

22-23 ოქტომბერს თბილისი, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, რიგით მე-3 "აბრეშუმის გზის ფორუმს",მასპინძლობს, რომელშიც 60-მდე სხვადასხვა ქვეყნის 2000-მდე დელეგატი მონაწილეობს.

ფორუმი აზიასა და ევროპას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაძლიერებას ემსახურება, რომელზეც საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ ერთმანეთთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები