პოლიტიკა

27 ოქტომბრის ლაგოდეხის, ადიგენისა და მარტვილის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები

28.10.19 11:00


„27 ოქტომბრის შუალედური არჩევნების ყველა პროცედურა დასრულებულია. არჩევნები შვიდივე საარჩევნო უბანზე მშვიდ გარემოში და კანონმდებლობის სრული დაცვით წარიმართა. სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და საარჩევნო სუბიექტების უფლებამოსილ წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავისუფლად დაკვირვებოდნენ მთელი დღის განმავლობაში კენჭისყრის პროცესს და შემდეგ უკვე ხმის დათვლის პროცედურებს“, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ყველა შემაჯამებელი ოქმი ხელმისაწვდომია ვებგვერდზე results.cec.gov.ge.

საკრებულოების შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები შემდეგია:

მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი №15.03 (ლაგოდეხი - 4 საარჩევნო უბანი):

№2 მალხაზი მელაშვილი, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“– 14.71% (347 ხმა)

№40 დავითი ბეგლარაშვილი, „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ – 0,89 % (21 ხმა)

№41 ომარი შველიძე, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ – 84,4 % (1991 ხმა)

მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი №38.03 (ადიგენი - 1 საარჩევნო უბანი):

№41 ზურაბ ფეიქრიშვილი, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ – 100 % (875 ხმა)

მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი №65.11 (მარტვილი - 2 საარჩევნო უბანი)

№41 რობერტ კაკულია, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ – 100 % (549 ხმა)





წყარო : /www.reportiori.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები