პოლიტიკა

პარლამენტი საარჩევნო სისტემაში შესატანი ცვლილებების განხილვას იწყებს

28.10.19 12:10


პარლამენტი პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას იწყებს.

ცვლილებები 2020 საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს.

ცვლილებების მიხედვით, არჩევნები პროპორციული სისტემითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარდება.

კონსტიტუციური კანონპროექტი მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკების მონაწილეობის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს, რაც მმართველი გუნდის განმარტებით, იმით არის განპირობებული, რომ დაბრკოლება არ შეექმნას პარტიული სისტემის განვითარებასა და ინსტიტუციონალიზაციას.

აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას აპირებს საპარლამენტო ოპოზიციაც.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები