პოლიტიკა

” საქართველოში საერთაშორისო სამართლისა და შეთანხმებების უხეში დარღვევით უკანონო ბორდერიზაციის პროცესი დღემდე გრძელდება”

28.10.19 12:30


“საქართველოში უკანონო ბორდერიზაციის პროცესი დღემდე გრძელდება”,- ამის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, გიგი წერეთელმა სტრასბურგში გამართულ ევროპის პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“თუ არსებულ სურათს 70 წლის პერსპექტივაში გადავხედავთ ის არ იქნება ნათელი. თუ ჩვენ არ მოვაგვარებთ კონფლიქტებს ჩვენს რეგიონსა და სამეზობლოში, ვხედავთ რომ ჩვენი ხალხი იტანჯება და იმედს კარგავს.

უკრაინაში გრძელდება სამხედრო აქტივობები, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გზები კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის. რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანაში დღემდე გრძელდება უკანონო ბორდერიზაციის პროცესი, საერთაშორისო სამართლისა და შეთანხმებების უხეში დარღვევით”,- განაცხადა გიგი წერეთელმა.





წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები