პოლიტიკა

კახა კალაძე აცხადებს, რომ მეორე ვადით მერობის სურვილი არ აქვს

28.10.19 15:20


„დღეს რომ მკითხოთ, გულწრფელად გეტყვით, რომ ვიტყვი „არას“, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გადაცემა „კვირის თემაში“, წამყვანის კითხვას - აპირებს თუ არა მეორე ვადით მერობას.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მეორე ვადით თბილისის მერობა არ სურს.

„დღეს რომ მკითხოთ, გულწრფელად გეტყვით, რომ ვიტყვი „არას“. იმდენად რთულია და იმდენად რთულ პირობებში მიწევს საქმიანობა, რომ დღე და ღამე მაქვს გაერთიანებული. ძალიან მძიმეა, ძალიან რთულია. თუ გინდა, რომ მართლა საქმე გააკეთო, უნდა იყო იმ რეჟიმში, რა რეჟიმშიც დღეს არის მერიც და მერიის თანამშრომლებიც. სხვანაირად შეუძლებელია.

ამიტომ ძალიან რთულია. ოჯახი მყავს, შვილები… ძალიან მიჭირს, მაგრამ ის პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რაც აღებული მაქვს, კარგად მაქვს გათვითცნობიერებული და იმის ამბიცია მაქვს, რომ როდესაც ჩემს უფლებამოსილებას დავამთავრებ, რომელიც თბილისის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მომანიჭა, თბილისი განსხვავებული იყოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.




წყარო : /www.reportiori.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები