პოლიტიკა

"გამოკითხვას წინ არაფერი უდგას" - თეა წულუკიანი

28.10.19 16:00


მეუფე იაკობის სკანდალური განცხადებები - იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ იმ მოქმედი თუ ყოფილი მაღალჩინოსნების გამოკითხვას, რომლებსაც მეუფე იაკობი ინტერვიუში ახსენებდა, "წინ არაფერი უდგას".

"გამოკითხვას წინ არაფერი უდგას, თუმცა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, რადგან დღეს მეუფემ სულ სხვა გზავნილები გამოუშვა საზოგადოებაში. ვნახოთ, იქნებ, აქვს რამე ახალი სათქმელი. რა თქმა უნდა, ის განცხადებები, რომლებიც მეუფისგან მოვისმინეთ, ჩრდილს აყენებს ეკლესიას. მართლმადიდებელ ეკლესიას ჩვენს ქვეყანაში აქვს ისტორიულად მნიშვნელოვანი როლი და მომავალშიც ასე იქნება. ჩვენ, საერო ხელისუფლება, ამჟამინდელი "ქართული ოცნების" ხელისუფლება მაქსიმალურად ვუფრთხილდებით როგორც პატრიარქს, მის კეთილდღეობას, ჯანმრთელობას, ასევე, თავად ეკლესიის ავტორიტეტს.

იმიტომ, რომ ეს არის ის ერთ-ერთი ბურჯი საერო ხელისუფლებასთან ერთად, რომელიც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობასა და სიმტკიცეს განაპირობებს. შესაბამისად, ვისურვებდით, რომ რაც შეიძლება სწრაფად ეს ვნებათაღელვა დაცხრეს და სასულიერო პირებმა საერო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ხელი შევუწყოთ, სწორედ, ეკლესიის ავტორიტეტის მაღალი ხარისხის შენარჩუნებას საზოგადოებაში და ჩრდილი არ მივაყენო მას უსაფუძვლო განცხადებებით" - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები