პოლიტიკა
28.10.19 16:40
ატოცსა და სხვა სოფლებში მიმდინარე პროცესები, საუბედუროდ, არის იგივე, რაც 2008 წლიდან დაწყებული ხდება. საუკუპაციო რეჟიმი არ ჩერდება. სამწუხაროდ, მათი მხრიდან ეს არის აპრობირებული მეთოდი ადგილზე სიტუაციის დაძაბვის და საზოგადოებაში დაძაბულობის შემოტანის. რაც შეეხება ოპოზიციის კრიტიკას, მით უფრო მაშინდელი პოლიტიკური პასუხისმგებლობის მქონდე პირებისგან ეს რთული მისაღებია , - ეს განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა საუკუპაციო ხაზთან მიმდინარე პროცესების შეფასებისას გააკეთა.
მინისტრის მტკიცებით, საუკუპაციო რეჟიმის მიერ ყოველდღიურად განხორციელებული პროვოკაციის პირობებში, საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში მშვიდობის დასაცავად ყველაფერს აკეთებს.
„საქართველოს ხელისუფლება აკეთებს თითქმის შეუძლებელს და ახერხებს იმას, რომ ყოველდღიური პროვოკაციების პირობებში დაიცვას მშვიდობა, თუნდაც პირობითი, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ვეხმარებით კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას.
დიახ, ატოცელებს, გუგუთიანთკარელებს და 116 სოფლის 50 000-მდე მოსახლეს. 2013 წლიდან უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში ვეხმარებით მათ სხვადასხვა ღონისძიებებით. მაგალითად: გაზიფიკაციით, ელექტროფიკაციით, სწავლის სრულად დაფინანსებით, ახლა უკვე იქ წარმოების წახალისებით”, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მინისტრმა ერთ- ერთი ჟურნალისტის კითხვაზე, იგეგმება თუ არა ჩორჩანას საგუშაგოს აღება, უპასუხა, რომ ეს არის სტანდარტული საგუშაგო, რომელიც მოსახლეობის უსაფრთხოებას ემსახურება და მისი აღება არ იგეგმება.
„ამ საგუშაგოს დანიშნულება არის ემსახუროს მოსახლეობის უსაფრთხოებას. ასეთი საგუშაგოები ვითარების გაკონტროლებისა და სიტუაციის დეესკალაციისთვის არის აუცილებელი. ამიტომ ქართულმა მხარემ თავისი პოზიცია დააფიქსირა, მათ შორის ტექნიკურ შეხვედრებზე, სადაც ეს საკითხი იყო განხილული. ჩვენი მხრიდან აღნიშნული საგუშაგოს არსებობის აუცილებლობასთან დაკავშირებით არგუმენტები წარმოდგენილი იყო,”- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მინისტრმა აგრეთვე ჩორჩანა- წნელისის ტერიტორიაზე რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებითაც ისაუბრა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების შეფერხება საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან პროვოკაციად შეაფასა.
„ეს იყო პროვოკაცია მათი მხრიდან, როდესაც ევროკავშირის მონიტორების შეფერხება მოხდა. მათ ტერიტორიის დატოვება აიძულეს. ევროკავშირის მონიტორინგის მისიას აქვს გადაადგილების მანდატი. ინციდენტს გამოხმაურება მოჰყვა ევროკავშიროს სპეციალური წარმომადგენლის მხრიდანაც. მომხდარი ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რაოდენ პროვოკაციების რეჟიმში ვცხოვრობთ ,” - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 199
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24
-
11:2016.05.24
-
თბილისში „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-7 მინისტერიალი გაიმართა
11:0016.05.24
-
10:3016.05.24
-
10:0016.05.24
-
პრეზიდენტი ეუთო-ს თავმჯდომარეს შეხვდა
18:0015.05.24
-
ნიკა გვარამია - რეჟიმი გაბზარულია
17:1515.05.24
-
16:4715.05.24
-
საფრანგეთის ელჩი საქართველოში - ევროკავშირი მზად არის საქართველოს მხარდაჭერა გააგრძელოს
16:2115.05.24
-
სოზარ სუბარი - მომავალში გამოჩნდება, რომ კანონი არანაირ პრობლემას არ შექმნის, პირიქით
16:0015.05.24
-
15:3515.05.24
-
დავით უსუფაშვილი - ბოიკოტი არ ნიშნავს პარლამენტიდან წასვლას
15:0715.05.24
-
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთი შესაძლოა გაუქმდეს ხალხის სრული ფიზიკური არყოფნის გამო
14:4515.05.24
-
14:2815.05.24
-
13:5715.05.24
-
13:2415.05.24
-
გურამ მაჭარაშვილი - უცხოური ძალა არსებობს, რომელსაც საქართველო ქართველების გარეშე უნდა
12:4215.05.24
-
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ პოლიტიკურ მიზანს არ წარმოადგენს
12:1115.05.24
-
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ეს კანონი რუსეთსა და ევროკავშირს შორის არჩევანის სიმბოლოა
11:4515.05.24