პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტის თავმჯდომარესთან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება განიხილა

28.10.19 17:00


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტის თავმჯდომარეს, მარინა კარობიო გუშეტის შეხვდა და შვეიცარიას რუსეთში საქართველოს ინტერესების წარმომადგენლობის ფუნქციის შესრულებისთვის, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა შვეიცარიის პარლამენტის თავმჯდომარეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე ისაუბრა.

მათივე ცნობით, საქართველო-შვეიცარიას შორის ჩამოყალიბებულ მეგობრულ, მჭიდრო და დინამიკურად მზარდი ურთიერთობების ფონზე, ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების საკითხში თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მნიშვნელობას.

შეხვედრისას განიხილეს ასევე, საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო და სხვადასხვა მიმართულებით შვეიცარიული, პირდაპირი ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობები.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები