პოლიტიკა

საქართველოსა და უკრაინის ჰიდროგრაფიულ სამსახურებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

28.10.19 17:20


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურსა" და უკრაინის სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურს შორის ასოცირებისა და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ორი ქვეყნის ჰიდროგრაფიული სამსახურების ხელმძღვანელებმა - რევაზ ბაბილუამ და ალექსანდრ შიფცოვმა დოკუმენტს ხელი დღეს ბათუმში მოაწერეს. მემორანდუმი საქართველოსა და უკრაინას შორის ჰიდროგრაფიის სფეროში გამოცდილების გაზიარებას და ინფორმაციის გაცვლას ითვალისწინებს. კერძოდ, შუქურების დამეგობრების პროექტის ფარგლებში მხარეები ერთმანეთს გაუზიარებენ ინფორმაციას ისტორიული ღირებულების მქონე შუქურების, მათი მოვლა-შენახვისა და ტექნოლოგიური განვითარების საუკეთესო პრაქტიკის შესახებ. ამასთან, შუქურების ორგანზაციების საერთაშორისო ასოციაციის (IALA) რეკომენდაციის გათვალისწინებით უწყებები აქტიურად იმუშავებენ ისტორიული მნიშვნელობის მქონე შუქურების ტურისტული პოტენციალის განვითარების და ჰიდროგრაფიული საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.

ბათუმში გამართული შეხვედრის ფარგლებში, ჰიდროგრაფიული სამსახურების ხელმძღვანელებმა შავ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის და საზღვაო სატრანსპორტო გადაზიდვების ხელშეწყობის კუთხით განხორციელებულ და დაგეგმილ ტექნიკურ სამუშაოებზე ისაუბრეს.

მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, ბათუმისა და ოდესის ოლქის სანჟეისკის შუქურების დამეგობრების პროექტის ნიშნად მხარეებმა ბათუმის შუქურაზე სიმბოლური დაფა გახსნეს, ანალოგიური დაფის განთავსება იგეგმება უკრაინის სანჟეისკის შუქურაზე.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები