პოლიტიკა

გიორგი გახარია შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

29.10.19 11:00


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტის თავმჯდომარეს, მარინა კარობიო გუშეტის შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და შვეიცარიას შორის ურთიერთობების მნიშვნელოვან მიმართულებებს.

„მათ შორის ყურადღება გამახვილდა შვეიცარიის კონფედერაციის როლზე საქართველო-რუსეთს შორის შუამავლობის კუთხით და შეფასდა შვეიცარიის მიერ საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვა რუსეთის ფედერაციაში.

საუბარი შეეხო ასევე ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს. კერძოდ, განიხილეს საქართველოსა და შვეიცარიას შორის კავშირების გამყარების მნიშვნელობა ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროში“, - აღნიშნულია პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები