პოლიტიკა

"საჭიროა რუსეთის ფედერაციისთვს სანქციების დაწესება" - ირაკლი აბესაძე

29.10.19 15:00


საოკუპაციო რეჟიმის მორიგი მსხვერპლი - "ევროპული საქართველოს" წევრი ირაკლი აბესაძის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უმძიმესი სიცუაციაა და საჭიროა რუსეთის ფედერაციის მიმართ, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით სანქციები ამოქმედდეს.

"რა თქმა უნდა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უმძიმესი სიტუაციაა, რადგან ადამიანის უფლებები უხეშად ილახება. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები არ არის იშვიათი და ამაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებას და იმ მარიონეტულ რეჟიმებს, რომელსაც რუსეთი მართავს, ამ ტერიტორიებზე ადამიანთა უფლებების უზრუნველსაყოფად საქართველოს ხელისუფლების ერთადერთი ქმედითი ბერკეტი არის ის, რომ ყველა საკითხი ხდებოდეს საერთაშორისო თანამეგობრობის განხილვის საგანი და რაც მთავარია ჩვენ ვცდილობდეთ, რომ რუსეთის ფედერაციის სანქციების დაწესება" - აღნიშნა ირაკლი აბესაძემ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები