პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწეს შეხვდა

30.10.19 18:00


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწეს უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა თაჩან ილდემს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა.

შეხვედრაზე საუბარი ნატო-საქართველოს ურთიერთობის სტრატეგიულ ასპექტებს, საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმებს, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის(SNGP) განხორციელების პროცესსა და ნატოს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს კონტრიბუციას შეეხო. მინისტრმა და ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწემ ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლებების მნიშვნელობაზეც გაამახვილეს ყურადღება. მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, თანამედროვე გამოწვევებსა და ჰიბრიდულ საფრთხეებზე ისაუბრეს.

შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როზარია პუგლისი და საქართველოს ელჩი ნატო-ში ალექსანდრე მაისურაძე დაესწრნენ.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 73


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები